KEAT (დაიცავით საკუთარი თავი და დაეხმარეთ სხვებს) ტრენინგ პროგრამის გაცნობა
KEAT ტრენინგ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მე –6 კლასის მოსწავლეებს უსაფრთხოების სფეროების სხვადასხვა თემების შეძენაში და/ან დანერგვაში, სფეროს ექსპერტების მიერ დისკუსიისა და ტრენინგის გზით. პროექტი გრძელდება ოქტომბრიდან მაისამდე. პროგრამის მონაწილე სკოლებს შეუძლიათ მოიწვიონ სკოლაში სხვადასხვა უსაფრთხოების ექსპერტები:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
პოლიციის და საზღვრის დაცვის სამსახური
ესტონეთის წითელი ჯვრის საზოგადოების საოლქო საზოგადოება
გარემოს დაცვის სამსახური - ტრენინგი თემაზე "ადამიანის შემთხვევითი შეხვედრა გარეულ ცხოველთან".
ტრენინგი მასწავლებლებისთვის:
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ტრენინგის დღე „საგზაო მოძრაობის წესების სწავლება სკოლაში“ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერნეტში მყოფი დამატებითი მასალები, რომელიც მომზადებულია უსაფრთხოების სხვადასხვა ექსპერტების მიერ.
სასწავლო წლის ბოლოს (მაისი-ივნისი) და ტრენინგ პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილე სკოლების რვა წევრიანი წარმომადგენლობითი გუნდისათვის, ჩატარდება რეგიონებში უსაფრთხოების ბანაკები. ასაკის შესაბამისი უსაფრთხოების პუნქტების გავლით, შესაძლებელია მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა. სკოლების წარმომადგენლობითი გუნდების ბანაკში მონაწილეობის წინაპირობებია: სკოლამ უნდა დაარეგისტრიროს კლასს/კლასებს KEAT ტრენინგ პროგრამაში და კლასი/კლასები გადის/გადიან ყველა დანიშნულ ტრენინგს.
უსაფრთხოების ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდებმა შეძლონ პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით გააძლიერონ ის, რაც თეორიულად ისწავლეს სასწავლო წლის განმავლობაში. ბანაკი არის კარვებით და ზოგადად ორდღანია, და შეიცავს მრავალ, განსხვავებულ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან თემატურ პუნქტს, რომელშიც შედის სხვადასხვა დავალებების შესრულება ან შექმნილი სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნა. მაგალითად, ბანაკში შესაძლებელია ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებით ხანძრის ჩაქრობა; მბრუნავი ავტომობილის მეშვეობით ავარიაში მოყოლილ ავტომობილის იმიტაციის შექმნა და იქიდან უსაფრთხოდ თავის დახსნა; პირველადი დახმარების აღმოჩენა; მაშველი რგოლის გამოყენება და ამასთან ერთად, რკინიგზის, ელექტროობის და ბუნებრივი მოვლენების მიერ გამოწვეული საფრთხეების თავიდან არიდების სავარჯიშოები. ზოგჯერ ბანაკში ტარდება ბევრი საინტერესო აქტივობა საღამოს და ღამის პერიოდში. ბანაკში წასვლა მოსწავლეებისთვის არის კარგი სტიმული კარგად ისწავლონ სასწავლო წლის განმავლობაში, რადგან ბანაკი ახალგაზრდებისთვის ნანატრი მოვლენაა.
ესტონეთში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ტრენინგებში დაახლოებით 10 000 ბავშვი (ანუ სამიზნე ჯგუფის 70%) .
KEAT ტრენინგ პროგრამის პარტნიორები
სახანძრო სამსახური, პოლიციის და საზღვრის დაცვის სამსახური, ესტონეთის წითელი ჯვარი, ნებაყოფლობითი, სამხედრო ორგანიზებული ეროვნული თავდაცვის ორგანიზაცია (Kaitseliit), საავტომობილო გზების დეპარტამენტი, Operation Lifesaver Estonia, გარემოს დაცვის სამსახური, ელექტრო მომარაგების სახელმწიფო კომპანია (Elektrilevi) და არასამთავრობო ორგანიზაცია პეაასი. არიან KEAT პროექტის ხელშეკრულებითი პარტნიორები 2020 წლიდან.
KEAT ტრენინგ პროგრამის ფონი და განვითარების ისტორია
KEAT (დაიცავით საკუთარი თავი და დაეხმარე სხვებს) არის სასწავლო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა სტრუქტურის სწავლების მეთოდებზე, სადაც უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების ტრენინგები ტარდება ყველა მე –6 კლასის მოსწავლეებისთვის და შემდეგ კი ტარდება თითოეული სკოლის საუკეთესო გუნდისთვის უსაფრთხოების ბანაკი. სასწავლო პროგრამა დაიწყო ესტონეთის ბორანის კატასტროფის შემდეგ (1994 წ.) იიგევას ოლქში. პირველი ტრენინგები და ბანაკი ჩატარდა 1995 წელს.
მას შემდეგ, პროგრამა განვითარდა და გაფართოვდა სხვადასხვა სიჩქარით მთელ ესტონეთში. მონაწილეებს შორის 2010 წელს გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიზანია განსაზღვროს მხარეების საქმიანობა სასწავლო პროგრამაში აღნიშნული ცოდნისა და უნარების მიწოდებაში.
საკონკურსო თამაში ღამის-KEATი, საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება იარვამაას ოლქში 2012 წლიდან პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობით, სადაც პარტნიორებს ახალგაზრდებისთვის მოამზადებული აქვთ სახიფათო სიტუაციებისა და შეჯიბრების პუნქტების სხვადასხვა სიმულაციები. საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, ეს კონკურსი ერთდროულად საინტერესოა და თან არის დიდი შესაძლებლობა დაიმახსოვრონ და ჩაიბეჭდონ გონებაში ის, რაც ისწავლეს. ღამის-KEATი პიარნუს ოლქში უკვე მესამე წელია ტარდება და პირველი ასეთი სწავლება ამ სასწავლო წელს ჩატარდა ლაენემააში.
ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ KEAT ტრენინგ პროგრამა ათწლეულებია მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში ათიათასობით ბავშვმა გაიარა ტრენინგი ესტონეთის მასშტაბით უსაფრთხოების, ტრავმისგან დაცვის და პრევენციის სფეროში. ბავშვების ცნობიერება საკუთარი თავის დაცვისა და სხვების დახმარების შესახებ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თავის მხრივ გვაძლევს იმის იმედს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები შემცირდა და დაზიანებების შედეგები შემსუბუქებულია დროული და კვალიფიციური დახმარების შედეგად.