Police and Border Guard Board

შესავალი

კიბერუსაფრთხოების პრევენციაში წამყვანი როლი აქვს ვებპოლიციას, რომელიც მუშაობს ყველა ახალგაზრდული უსაფრთხოების და კეთილდღეობის ორგანიზაციებთან. შუამავლობს და პოლიციის არხებით აწვდის ინფორმაციას პარტნიორებს, ბავშვებს და მათ მშობლებს საშიში ტენდენციების შესახებ, ჩართულია სხვადასხვა ჯგუფებში/ფორუმებში/სოციალურ მედიაში და აძლევს რჩევებს და უწევს დახმარებას.

ეს თავი განკუთვნილია ძირითადი სკოლის მე -6 კლასის მოსწავლეებისთვის და შექმნილია კიბერბულინგისა და ინტერნეტ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. მისი მიზანია მოსწავლეების მისცეს ცოდნა პოტენციური კიბერ საფრთხეების შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეებისთვის ბულინგში ჩარევის კონკრეტული უნარ -ჩვევები.

ჩვენ გვსურს ბავშვებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ უსაფრთხოდ ინტერნეტის საშუალებით. ინტერნეტ კომუნიკაცია არაფრით განსხვავდება პირდაპირი კომუნიკაციისგან - აქაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თანატოლები, იყოთ თავაზიანი და იფიქროთ შედეგებზე.

კიბერბულინგი

კიბერბულინგი რეალური ცხოვრებიდან მოდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ბულინგი, შევამჩნიოთ, როდესაც ბულინგი გადადის ონლაინ სამყაროში და ჩავერიოთ და დავეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში.

ბულინგი არის ის, როდესაც ერთი ადამიანი განზრახ და არაერთხელ ცუდად აგრძნობინებს თავს სხვა ადამიანს და როცა ძნელია დაზარალებულისათვის საკუთარი თავის დაცვა.

ბულინგი შეიძლება იყოს ხილული (ფიზიკური, სიტყვიერი) ან ფარული (ჭორები ან კიბერბულინგი), რომლის ამოცნობა უფრო რთულია. ერთი მინიშნება ხშირად არის შევიწროვებული თანატოლის განწყობის ან ქცევის ცვლილება. თუმცა, დამკვირვებლებს აქვთ მთავარი როლი ბულინგის შეჩერებაში: როდესაც ისინი ხვდებიან ან განიცდიან ბულინგს, ისინი უნდა ჩაერიონ ან დაურეკონ ზრდასრულს.

ეს ნიშნავს:

  • ტკივილის მიყენება – ადამიანისთვის ტკივილის მიყენება შეიძლება სხვადასხვა გზით, მაგალითად ფიზიკურ დარტყმით, ნივთების წართმევით ან დაზიანებით, სიტყვიერად წყენინება ან მუქარა, ადამიანის განზრახ იგნორირება აქტივობებიდან, ჭორების და ტყუილების გავრცელებით და სხვა. შეიძლება ადამიანის ატკინო როგორც სხეული, ისე სულიც. ასევე ეს შეიძლება იყოს ხილვადი ან მზაკვრული და ფარული.
  • განზრახ ვნების მიყენება – თანატოლი განზრახ ავნებს სხვას ფიზიკურად ან მორალურად, ეს არ ხდება შემთხვევით. მეგობრული და ხუმრობით ჭიდაობა ან კინკლაობა არ არის ბულინგი.
  • არაერთხელ  - რამნდენჯერმე ერთი და იგივე ადამიანის და ჯგუფის მიერ შეურაცხყოფის მიყენება. ბულინგი არ არის ერთჯერადი ჩხუბი ან კამათი. ბულინგი შეიძლება გაგრძელდეს თვეები ან წლეები.
  • რთულია საკუთარი თავის დაცვა - ბულინგი ყოველთვის არათანაბარია. მსხვერპლი შესაძლებელია იყოს სხვაზე ფიზიკურად სუსტი, ღარიბი ან მდიდარი, ქონდეს საკუთარი თავის გამოხატვის ნაკლები შესაძლებლობა,  ან სხვაგვარად იყოს განსხვავებული, მას შეიძლება ყავდეს ნაკლები მეგობრები კლასში ან არ იყოს პოპულარული. მოძალადეს შეიძლება ყავდეს ბევრი მხარდაჭერი და შესაბამისად მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვინც მხარდაჭერი წრის წევრი არ არის. მოძალადე ირჩევს მსხვერპლის სუსტ ადგილს რადგან ასე აჩვენებს თავის უპირატესობას. ბულინგით არ ითვლება, როდესაც მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე ძალის ორი მოსწავლე ნებაყოფილობით კამათობს ან ჩხუბობს.
  • კიბერბულინგი – მსხვერპლი დაზარალებული ხდება ტელეფონის ან ინტერნეტის მეშვეობით, ეგზავნება მას მუქარის და შეურაცხყოფელი შეტყობინებები, მავნე შეტყობინებების და სურათების გამოქვეყნება ინტერნეტში და ა.შ. ეს არის მავნე, განმეორებითი აქტივობა და შეიცავს ძალაუფლების არათანაბარ გამოყენებას (მაგალითად ჯგუფი აწვალებს ერთ მსხვერპლს)

როგორ ამოვიცნოთ კიბერბულინგი:

  • მუქარის, მავნე ელ. წერილების, შეტყობინებები და ა.შ მრავალჯერადი გაგზავნა
  • ვინმესგან პერსონალური ან პირადი ინფორმაციის მოზიდვა და გავრცელება
  • სხვისი სახელით უხეში და დამამცირებელი შეტყობინებების და წერილების გაგზავნა
  • ინტერნეტ გარემოს შექმნა (ვებ გვერდი, საკომუნიკაციო გარემო) სხვა პირის მიმართ სიცილის, დამცირების ან სიძულვილის აღძვრის მიზნით.
  • როგორც წესი, მოძალადეები არიან ბევრნი.

კიბერბულინგი ბულინგის ახალი ფორმაა. ონლაინ ან მობილური ბულინგი არის ბულინგის შედარებით ახალი ფორმა. ტექნიკურად, ამის გაკეთება ადვილია - ამისთვის საჭროა მხოლოდ მაუსს ან ზოგიერთ ღილაკის დაჭერა. მხილების ნაკლები შესაძლებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგ ადამიანში სურვილი აკეთოს ის რასაც ნორმალურ სიტვაციაში არ გააკეთებდა. ზოგჯერ კიბერბულინგი ანონიმურია. მობილური ტელეფონით ან კომპიუტერით შესაძლებელია ჭორების გავრცელება, სასირცხვო სურათების გამოქვეყნება, პერსონალური ინრომაციის გავრცელება ან დამცინავი და მუქარის შემცველი შეტყობინენების გაგზავნა. სკოლაში ბულინგი, როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ სასკოლო დღით, მაგრამ ონლაინ მოძალადისთვის მსხვერპლი ხელმისაწვდომია, მუდმივად, როცა ის მოისურვებს. მსხვერპლი აღარ არის დაცული სახლში ბულინგისგან.

მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბავშვებმა თავად უნდა შეასრულონ როლი კიბერბულინგის პრევენციაში. მნიშვნელოვანია ბავშვებს ავუხსნათ მედიის საშუალებით კომუნიკაციის კარგი პრაქტიკა უკვე მაშინ, როდესაც ისინი იწყებენ ამ მედიის გამოყენებას, ანუ 7-8 წლის ასაკში. ბულინგი მავნე გავლენას ახდენს ყველა მონაწილე მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი გარემოებების პირობებში, პრინციპში ყველა ბავშვი შეიძლება გახდეს მოძალადე ან მსხვერპლი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბულინგი უნდა იყოს ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი.

რა უნდა გავაკეთოთ შეურაცხყოფელ შეტყობინებებით?

  • მიზანშეწონილია არ გახსნათ მოძალადეს ან უცნობი ადამიანების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები. ნუ აყვებით პროვოკაციას.
  • თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ მოძალადეს შეტყობინებას მხოლოდ ერთხელ. მეტი პასუხის გაცემას აზრი არ აქვს. დარწმუნდით, რომ პასუხი არის მოკლე და შესაბამისი და ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ გსურთ ბულინგის შეწყვეტა.
  • დაუკავშირდით სკოლის თანამშრომლებს, თუ ბულინგი / კიბერბულინგი ხდება ამ სკოლაში ბავშვებს შორის.
  • შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართის და / ან ტელეფონის ნომრის შეცვლა.
  • აუცილებლად ჩაწერეთ მოძალადის შეტყობინებები და დააფიქსირე ისინი შემდგომში გამოსაყენებლად, როდესაც მის შესაჩერებლად საჭიროა დამატებითი ნაბიჯები და მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ ხართ შევიწროვებული.
  • ისაუბრეთ პრობლემის შესახებ, როგორც კი ის წარმოიშვა. გაუზიარეთ თქვენი შეშფოთება სანდო ზრდასრულ ადამიანს (მშობლებს, კლასის მასწავლებელს, მეგობარს, ვებ პოლიციელს და ა.შ.)

კიბერბულინგის დროს შეინახეთ შეტყობინებები და ინტერნეტ პოსტები, რომლებიც გამოგზავნილია მოძალადის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ გსურთ სწრაფად აღმოფხვრათ ყველაფერი, რაც გტკივათ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ბულინგის შესაჩერებლად ჩანაწერები მშობლებისათვის, სკოლისთვის და პოლიციისთვის. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა და დახმარება ონლაინ პოლიციისგან, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დახმარების გაწევაზე ონლაინ უსაფრთხოებაში.

პოლიციის განცხადებით, ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ის, რომლებშიც კეთდება ძალადობის მსხვერპლის შესახებ ყალბი ანგარიში, სადაც დაიდება დამამცირებელი, არასწორი, ხშირად არაცენზური ინფორმაცია ან ხდება ბულინგის მსხვერპლის ანგარიშის მოპარვა.

თუ თქვენს შესახებ იყო ინტერნეტში განთავსებული შეურაცხყოფელი ტექსტები ან ფოტოები

  • დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს. მას შეუძლია პოსტების ამოღება.
  • ჩაწერეთ რა მოხდა, ანუ შეინახეთ ყველა ვებგვერდი, რომელიც შეიცავს ბულინგს (სურათები, პოსტები, ვიდეოები, კომენტარები და ა.შ.).
  • რაპორტირებისთვის მოითხოვე მშობლებისგან დახმარება.

საკომუნიკაციო არხებში აუცილებლად დაბლოკეთ მოძალადე. მაგალითად  ვინმემ გამოგიგზავნათ ვირტუალურ საკომუნიკაციო არხის საშვალებით (მესინჯერი, ფეისბუქი, ინსტაგრამი და ა.შ) დამცინავი და დამამცირებელი შეტყობინებები, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ გამომგზავნი. რატომ გირჩევთ დამამცირებელი შეტყობინენბების კოპირებას? რადგან, საჭიროების შემთხვევაში, ისინი მოგვიანებით შეიძლება გამოყენებული იქნას სასამართლოში. პირველრიგში უნდა შეინარჩუნდეს ეს გვერდი ან თემა. ამისთვის ანგარიში, მონაცემების (მომხმარებლის სახელი, შექმნის დრო/ შესვლის დროს), ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები (ტელეფონის ნომერი, მესენჯერის მისამართი და ა.შ) და ანგარიშზე თანდართული მასალები (ტექსტები, ფოტოები, რეკლამები და ა.შ. უნდა იყოს კოპირებული ცალკე დოკუმენტის სახით. ეს იქნება კონკრეტული მტკიცებულება, რომელზევ პოლიციას შეუძლია მუშაობა.

მოძალადეს საქმოიანობის დასრულებისთვის სოციალურ ქსელებში, ყველაზე ეფექტური გზა არის, გვერდის ოპერატორის ინფორმირება (report). მხოლოდ ქსელის ადმინისტრაოტს აქვს უფლება რომ მოძალადეს ანგარიში ან წაშალოს ან  ე.წ „გაყინოს“ დროულად, რათა გავლენა მოახდინოს შეუსაბამო საქმიანობის შეწყვიტაზე. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ მრავალჯერადი რაპორტირება თქვენს მეგობრებთან ერთად, რათა სოციალური მედიის ადმინისტრატორებმა უფრო სწრაფად წაშალონ,  სწრაფად ამოიღონ შეუსაბამო შიგთავსი. მაგალითად ფეისბუკზე სხვისი ანგარიშში შესვლისას შესაძლებელია პორტალის ადმინისტრატორს აცნობოთ მის შესახებ, შემდეგი ფუნქციის გამოყენებით: „Report - This person is pretending to be me“.

ოქროს წესი, როდესაც რაღაც უკვე მოხდა ...

  • ვინმეს ვეუბნები ამის შესახებ (მასწავლებელი, დედა / მამა, მეგობარი, ვებ პოლიციელი);
  • ვბლოკავ მოძალადეს და ვშლი მეგობრების სიიდან;
  • არ ვპასუხობ და არ ვუგზავნი დამატებით მასალას;
  • ვაცნობებ საიტის ადმინისტრატორს შეუსაბამო სურათების, არასწორი ინფორმაციის, მავნე მომხმარებლების და ა.შ შესახებ
  • ვინახავ საუბრებს, ქმედებებს და სურათებს, რადგან იგი შეიძლება მოგვიანებით საჭირო გახდეს პოლიციისთვის;
  • ვცვლი ანგარიშის პაროლებს.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენს შესახებ გაზიარებული ინფორმაცია შეიძლება მოულოდნელად მივიდეს ბევრად მეტ ადამიანთან, ვიდრე პირისპირ კომუნიკაციის საშუალებით, მათ შორის სრულიად უცნობებთან. ციფრულ სამყაროში კომუნიკაციისას ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ტექსტის ან ჩაწერის ეფექტი შეიძლება არ იყოს შესამჩნევი (არ არის ცნობილი მიმღებმა ტირილი დაიწყო თუ როგორ იმოქმედა მასზე), თუ ვებკამერა არ გამოიყენება საუბარის დროს. კომპიუტერთან ან ჭკვიან მოწყობილობაზე კომუნიკაციამ შეიძლება გაუჩინოს ანონიმურობის გრძნობა რის შედეგად, ციფრული კომუნიკაციის დროს მეტად გამოიყენოს ვულგარულობა და უკიდურესი ჟარგონი, ვიდრე პირისპირ კომუნიკაციის დროს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, რადგან ინტერნეტში ყველა ქმედების კვალი რჩება. ამ გზით შესაძლებელია დამტკიცდეს ვინ ვის რა გაუკეთა და ა.შ. კიბერბულინგის გამომყენებელ მოძალადეებს, როგორც წესი, იჭერენ და სჯიან, თუ ამის შესახებ  ზრდასრულს მოუყვებით. საუბარი საჭიროა მანამ სანამ არ მოიძებნება კარგი გამოსავალი და მიღებული იქნება დახმარება.

ინტერნეტში კომუნიკაციის დროს ვრცელდება იგივე თავაზიანობის წესები როგორც რეალურ კომუნიკაციაში.

  • მოექეცი სხვეებს ინტერნეტში ისე როგორც გსურს რომ მოგექცნენ შენ: იყავი თავაზიანი, პატივი ეცი სხვას, სთხოვე ზრდასრულს დახმარება, თუ პრობლემები შეგექმნება.
  • ინტერნეტში კომუნიკაცია არ გაძლევს უფლებას ესაუბრო სხვეებს ცუდად ან მოექცე მათ უსამართლოდ.
  • ნუ აბულინგებ სხვებს!

შესაძლებელია თუ არა განსხვავებული ქცევა ინტერნეტში და საჯარო ადგილებშ?  საჯარო ადგილი არის ფიზიკური სივრცე, რომელიც განკუთვნილია უფრო ფართო გამოყენებისთვის. ადამიანები არ უნდა მოიქცნენ განსხვავებულად სხვადასხვა გარემოებში. ერთი და იგივე წესები, კანონები, ნორმები და პრაკტიკა გამოიყენება როგორც ონლაინ, ასევე რეალუ ცხოვრებაში!

დაიცავი საკუთარი თავი და სხვა

  • დაფიქრდი სანამ გამოაქვეყნებ პირად ინფორმაციას.
  • სურათები გადაიღეთ მხოლოდ ტანსაცმელში.
  • არ გააზიარო ინტერნეტში შენი სურათები, რომლების ჩვენება ყველა ადამიანის წინ, გიქმნის უხერხულობას. დაიმახსოვრე რომ ყველა ინტერნეტფაილი ადამიანებს შეუძლიათ შენი ნებართვის გარეში გაავრცელონ.
  • არ გააზიარო შენი ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პირადი მონაცემები. არ ღირს პირადი მონაცემების გაგზავნა ადამიანთან რომელსაც რეალურ ცხოვრებაში არ იცნობ და არასდროს შეხვედრიხარ,
  • ყოველთვის მოითხოვე სურათების გაზიარების ნებართვა. საკუთარი სურათების გაზიარებისთვის სთხოვე მშობლებს ნებართვა.
  • იცოდე ვისთან გაქვთ ურთიერთობა და დაიმახსოვრეთ რომ ყველა ადამიანი არ არის პატიოსანი.
  • არ აჩვენო არავის შენი პაროლი და ნუ ანდობ სხვებს შენს ტელეფონის ნომერს.
  • იყავი კრიტიკული ინტერნეში არსებული ინორმაციის მიმართ, რადგან ყველაფერი არ არის სასიამოვნა და ჭეშმარიტი.
  • არ მისცე უფლება სხვებს რომ შეცვალონ შენი ქცევები და პრინციპები. როდესაც მეგობრებთან ინტერნეტში ხარ, ნუ გააკეთებ იმას, რასაც მარტო არ გააკეთებდი.
  • ის, რაც სასაცილოდ მიგაჩნია, შეიძლება იყოს შეურაცხყოფელი სხვისთვის და თუნდაც უკანონო. სასაცილოა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მხიარულია და არა ვიღაცის ხარჯზე ხუმრობთ.

არ გაამჟღავნოთ თქვენი პირადი მონაცემები! ქუჩაში ხომ არ ეტყოდით უცხო ადამიანს თქვენს სრულ სახელს, ასაკს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და ასე შემდეგ, ასევე უნდა მოექცეთ უცხო ადამიანებს ინტერნეტში. იცოდე რომ ის ადამიანი შეიძლება არ იყოს ის, რასაც აცხადებს! სანამ რამეს ინტერნეტში გამოაქვეყნებ, დაფიქრდი, ვინ შეიძლება რომ წაიკითხოს ეს. ინტერნეტი არის საჯარო და იქ არიან კაი ადამიანები როგორც მეგობრები, მასწავლებლები, მშობლები და ასევე არასასიამოვნო ადამიანები, ვისი განზრახვა შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი.

ინტერნეტში ხშირად გავრცელებულია მასალები, რომელთაც შეიძლება შელახონ თქვენი რეპუტაცია. მაგალითად ხუმრობები, რომელიც არასწორია ან სურათები რომელიც გადაღებულია ფარულად ან ღონისძიებაზე, სადაც ნამეტან თავისუფლად იგრძენი თავი. ეს ტექსტები და სურათები სამუდამოდ დარჩება და ხელმისაწვდომი იქნება თითქმის ყველასთვის.

იყავი თავაზიანი სვების მიმართ! ონლაინ კომუნიკაცია არ გაძლევს უფლებას ესაუბრო სხვებს ცუდად ან მოექცე მათ უსამართლოდ. იცოდე რომ თუნდაც თქვენს სახელს თუ არ დაწერთ მაინც შესაძლებელია გაგება რომელი კომპიუტერიდან არის კომენტარი გაგზავნილი.

ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში პოულობთ, კითხულობთ ან ისმენთ! ინტერნეტში ბევრი საქმიანი და სასარგებლო ინფორმაციაა, მაგრამ ასევე არის ბევრი არაზუსტი და არასწორი ინფორმაცია. იყავით ყურადღებით ინფორმაციის მიმართ! ზოგჯერ ძნელია მისი გარკვევა, თუ ვინ დგას ინტერნეტში ატვირთული ინრომაციის უკან და რამნდენად სანდოა ეს. ინტერნეტში ზოგჯერ წარმოჩენილია ფაქტები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. შეამოწმეთ ინფორმაცია სულ მცირე სამ განსხვავებულ წყაროდან.

თუ ხედავ სიძულვილის ან ძალადობის მოწოდებას, გააგებინე შენ მშობლებს, მასწავლებელს, სკოლის პსიხოლოგს ამის შესახებ. დაფიქრდი სანამ რამეს გამოაქვეყნებ! თუ რამე გააგზავნე ამის უკან დაბრუნება შეუძლებელია. არ მისცე მეგობრებს უფლება შეცვალონ თქვენი ქცევა და პრინციპები. როდესაც ხარ მეგობრებთან ინტერნეტში, ნუ გააკეთებთ იმას, რასაც მარტო არ გააკეთებდით.

ინტერნეტში აუცილებლად უნდა გამოიყენო პაროლები, რომელთა გამოცნობა სხვისთვის რთულია. კარგი პაროლი როგორც კბილის ჯაგრისია - მეგობარს არ მისცემ და თვეში ერთხელ გამოცვლი. უმჯობესია როდესაც სხვადასხვა გარემოებში გამოიყენებ სხვადასხვა პაროლებს.

სხვა ინტერნეტის მომხმაებლებსაც აქვთ გრძნობები

  • ადამიანებს რომელსაც ინტერნეტში ხვდები, ასევე ნამდვილი ადამიანები არიან - მათ აქვთ გრძნობები და აზრები, როგორც შენ.
  • თუ დაიცავთ კარგი ქცევის წესებს, ამ შემთხვევაში ზოგადად შენთანაც ისე მოიქცევა სხვა. თუ ვინმე ცუდად მოგექცევათ, ნუ შეგეშინდებათ მიუთითოთ მათ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა და დაბლოკოთ.

მე მაქვს უფლება ვიყო შემოქმედი

  • თუ შექმნით რამე (ვიდეოს, ტექსტს, ლექს, სიმღერას და ა.შ), შეგიძლიათ რომ ეს სხვისთვის ხელმისაწვდომი გახადოთ. სხვა უნდა პატივი სცეს თქვენს შექმნილს და გამოყენების დროს  რეფერირება გააკეთონ თქვენზე როგორც ავტორზე.
  • თქვენი ნამუშევარი არ უნდა შეურაცხყოს ან მიაყენოს ტკივილი სხვას.
  • როდესაც იყენებთ სხვის ნამუშევარს ან თქვენი ნამუშევრის ფარგლებში ან იყენებთ ამას საფუძვლად, უნდა მიუთითოთ ამ ნაწამეობის წარმოშობა.

მე მაქვს უფლება ვიყო მარტო (შეხების და ბულინგის გარეში)

  • როდესაც ურთიერთობა გაქვთ სხვადასხვა ადამიანებთან, ელით და იმედოვნებთ, რომ კარგად მოგექცევიან. როგორც რეალურ ცხოვრებაში ასევე ინტერნეტში ყველა ადამიანი არ არის კეთისგანწყობილი. შეიძლება მოხდეს რომ თქვენი ნდობა ბოროტად იქნას გამოყენებული. იყავით ფრთხილად როდესაც გასცემთ თქვენს შესახებ ინფორმაციას! მოიქეცით შემდეგ პრინციპის მიხედვით - რაც ნაკლები, მით უკეთესი.
  • ონლაინ მეგობრები კარგია, მაგრამ ხანდახან შეიძლება მოგინდეთ მათთან შეხვედრა. ასეთი შეხვედრები უნდა ხდებოდეს საჯარო ადგილას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მეგობრებს და მშობლებს. ასევე კარგი იქნება თუ რომელიმე მეგობარს თან წაიყვან. თუ ონლაინ მეგობარს ნამდვილად უნდა რომ შენი მეგობარი იყოს, მას არ შეეშინდება შენი სხვა მეგობრებთან შეხვედრის.
  • როდესაც ვინმე ინტერნეტში ცუდად გექცევათ (მაგალითად გიგზავნით სექსუალური ხასიათის სურათებს), აცნობე მის შესახებ ზრდასრულს ან რომელიმე მეგობარს. შენ არ უნდა გქონდეს შიში რომ ვითომ რამე არასწორად მოიქეცი, მაგრამ შენ არაფერი არასწორი არ გაგიკეთებია.
  • სხვისი ბულინგი ინტერნეტში (შეურაცხყოფა, შევიწროვება, ცილისწამება, პაროლის მოპარვა, ყალბი ანგარიშების შექმნა და სხვა) დაუშვებელია. თქვენ არ უნდა განიცადოთ ეს - ესაუბრეთ ზრდასრულს რომელიც დაგეხმარებათ.

პროვოკაციული და სექსუალური სახელები და სურათები შესაძლოა მიიქციონ იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არ გსურთ რომ იყონ. დაიმახსოვრე რომ სექსუალური ხასიათის სურათების გადაღება და ინტერნეტში განთავსება, მათ შორის საკუთარი თავის შესახებ, შეიძლება ჩაითვალოს ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნად და გავრცელებლად, რაც ისჯება კანონით. ასევე, თუ თვქენ გახსნით თქვენს კომპიუტერში ფაილების გასაზიარებლად ან ინტერნეტიდან გადმოსატვირთად, იყავით ფრთხილად, რადგან მას შეუძლია ჩამოტვირთოს მასალა, რომელიც არ არის ასაკის შესაბამისი ან თუნდაც უკანონო. ბავშვის სექსუალური მოზიდვა ზრდასრული ადამიანის მიერ და ზრდასრულის მიერ შეთავაზება ან შეთანხმება სექსის მიზნით არასრულწლოვანთან არის დანაშაული. ამის შესახებ უნდა აცნობოთ მშობლებს და საჭიროებების შემთხვევაში ასევე პოლციას. თუ ინტერნეტში შეხვალ კონტაკტში პირთან რომელიც სექსუალური ხასიათის მიახლოვებას ცდილობს, უნდა შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა, ან გამოდით ინტერნეტის სივრციდან ან დაბლოკეთ ის პირი და აცნობეთ თქვენს მშობლებს ან სხვა კომპეტენტურ ზრდასრულს, ინტერნეტის-სერვისის პროვაიდორს. საჭიროებების შემთხვევაში ასევე მიმართეთ პოლიციას.

აღჭურვილობის დაცვა

დარეკვის და მესიჯების გაგზავნის გარდა, თანამედროვე სმარტფონი მეტ/ნაკლებათ იგივე შესაძლებლობას იძლევს რაც კომპიუტერი; ტელედონს აქვს სხვადასხვა პროგრამები და თამაშები, მუდმივი ინტერნეტ კავშირი, ხმის და სურათების ჩაწერის შესაძლებლობა, ასევე ლოკაციის დანიშვნის შესაძლებლობა GPS-ით. ამიტომ, სმარტფონის უსაფრთოების რისკები კომპიუტერის მსგავსია გარდა ამისა, სმარტფონს აქვს საკუთარი რისკები რომელიც მხოლოდ სმარტფონებს აქვთ.

დაიცავით თქვენი ჭკვიან მოწყობილობები

  • ინტერნეტიდან არ შეიძლება არალეგალური პროგრამების, მუსიკის, ვიდეობის და ა.შ ჩამოტვირთა.
  • ნუ გახსნით ფაილებს, რომელთა მფლობელს არ იცნობთ ან რომელის უსაფრთხოება გაურკვეველია. ასევე კარგი აზრი არ არის საეჭვო ელ. ფოსტის დანართების გახსნა. ვირუსი შეიძლება შემოვიდეს კომპიუტერში ასევე უცნობი ინვოისის ან ბმულის გახსნის შედეგათ.
  • რეგულარულად  განაახლეთ ყველა თქვენი მოწყობილობის (კომპიუტერის, ტელეფონის, ტაბლეტის) პროგრამული უზრუნველყოფა.
  • გამოიყენეთ განსხვავებული და უსაფრთხო პაროლები მნიშვნელოვან ინტერნეტ სივრცეებში.
  • გამოიყენეთ განახლებული ფაიერვოლი და ანტივირუსი.
  • ყოველთვის გააკეთეთ თქვენთვის საჭირო ფაილების ასლები, ან გამოიყენეთ, ვირტულაურ ღრუბელში რომელიც ავტომატურად ინახავს ცვლილებებს.

გამოიყენეთ ეკრანის ჩამკეტი (კოდი, ნიმუში ან თითის ანაბეჭდი) ჭკვიან მოწყობილობაზე, გამოიყენეთ ასევე ავთომატური ჩამკეტის სეტინგებში (ჩამკეტი ავთომატიურად მოქმედებს მაგალითად 1 წუთის განმვალობაში, როდესაც მოწყობილება არ იქნა გამოყენებული). ჭკვიანი მოწყობილება არის როგორც პატარა ძლიერი კომპიუტერი და შესაძლებელია ასევე დასჭირდეს ანტივირუსი. დაუყენე ჭკვიან მოწყობილებას ანტივირუსის პროგრამა (მაგალითად შეამოწმეთ მწარმოებლები, რომელათა, ანტივირუსულ პროგრამებს იყენებთ კომპიუტერზე). არ დატოვოთ ჭკვიანი მოწყობილება საჯარო ადგილებში (კაფე, კინო და ა.შ.) უყურადღებოთ. თქვენს ჭკვიან მოწყობილობას, სავარაუდოდ, ექნება თქვენთვის ბევრი საჭირო ინფორმაცია და მონაცემები. ჭკვიანი მოწყობილობის ქურდობა ასევე შეიძლება ნიშნავდეს ფინანსურ ზარალს - მაგალითად, თუ თქვენი ანგარიშიდან ნაყიდი იქნა პროდუკტები და ა.შ.

ნუ გადააგდებთ თქვენს ჭკვიან მოწობილობას. წაშალეთ მონაცემები და წაიღეთ სპეციალისტთან – ჭკვიანი მოწყობილობიდან უმეტესი ინფორმაცია შესაძლებელია კიდევ გამოიყენო. რეგულარულად უნდა შეიცვალოთ პაროლი. რაც უფრო რთულია თქვენს ჭკვიან მოწყობილობაში შესვლა მით უკეთესად დაიცავთ საკუთარ თავს. შეცვალეთ  SIM-ბარათის პირველადი PIN კოდი. ეს გაცილებით ართულებს იმის გამოცნობას, თუ კი თვითნებურად  თავის ხელში აიღებს. ჭკვიანი მოწყობილობის გაყიდვისას ან გაცვლისას წაშალეთ ყველა მონაწემები რაც შენახული გაქვთ. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის შემდეგი მფლობელის ბოროტად გამოყენება. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად ფინანსური ზარალი. საჭიროებების შემთხვევაში, სთხოვეთ თქვენს მობილურ ოპერატორს დახმარება. გამოიყენეთ სხვადასხვა აპლიკაციებისთვის სხვადასხვა პაროლები.

ეს ამცირებს რისკებს. მაგალითად თუ 1 პაროლი  გაგიტეხეს, შესაძლებელია სხვა აპლიკაციების გამოყენება გააგრძელოთ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ აპლიკაციებში  “დამიმახსოვრე” საშვალების გამოყენება. ეს გაადვილებს პოტენციურ კრიმინალს თქვენს მონაცემებზე წვდომას. დაფიქრდით რა შეტყობინებების ნახვა გსურთ ეკრანზე? თუ ტელეფონი უყურადღებოდ დარჩება, სხვები დაინახავენ მას. თუ შესაძლებელია, შეინახეთ ჭკვიან მოწყობილობაში მყოფი მონაცემები სხვაგან (მაგალითად ვირტუალურ “ღრუბელში”), რომელიც მოწოდებულია ბევრი ჭკვიანი მოწყობილობის მწამოებლის მიერ, რადგან ამ გზით თქვენ არ კარგავთ ყველა ინფორმაციას ჭკვიან მოწყობილობასთან ერთად. ამის გაკეთება შეამცირებს პოტენციურ ზიანს.

ყველაზე გავრცელებული საფრთხეები ინტერნეტში

  • ვირუსები და სხვა მავნე პროგრამები
  • არასაკმარისი კიბერჰიგიენა
  • ყალბი ახალი ამბები და ყალბი ინფორმაცია
  • მომხმარებელი იმალება არასწორი სახელის მიღმა
  • სხვა შეუსაბამო და შემაფერხებელი შინაარსი

აპლიკაციები და სერვისები

სანამ აპლიკაციებს ჩამოტვირთავ შეამოწმე მათი ბექრაუნდი (საჭიროებების შემთხვევაში, მოძებნე ინტერნეტში ინფორმაცია მათ შესახებ, წაიკითხე სხვისი მოსაზრებები). ასევე გაიცანი კონფიდენციალურობის წესებს (Privacy Rules).
დააკვირდი რა უფლებებს ითხოვს აპლიკაცია (ისინი ნაჩვენებია აპლიკაციის ჩამოტვირთვის დროს). გამოიყენე ლოგიკური აზროვნება და არ ჩამოტვირთო აპლიკაციები რომლებიც ითხოვენ უფლებებს რაც აპლიკაციესთან არანაირ კავშირში არაა. მაგალითად რატო უნდა აპლიკაცია ითხოვდეს უფლებას რომ შენი ელექტრონული წერილები წაიკითხოს.

გაანახლე შენი ჭკვიანი მოწყობილობის და აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფა (გამოიყენე უახლოესი ვერსიები).

აპლიკაციების ყიდვისთვის გამოიყენეთ ჭკვიანი მოწყობილებების მწარმოებლის ოფიციალური მაღაზიები როგორც მაგალითად  App Store (Apple) ან Google Play (Android).

თუ თქვენი ჭკვიანი მოწყობილობა საოჯახოთ გამოსაყენებელია, თვალყური ადევნეთ რა აპლიკაციებს იყენებენ თქვენი ბავშვები და რა მონაცემებს ითხოვს ეს აპლიკაცია.

დააკვირდი, ამ აპლიკაციას/თამაშს თუ აქვს ფასიანი ნაწილები (in-app purchase)? საჭიროებების შემთხვევაში გამორთეთ იგი პარამეტრებში.

WIFi-ქსელებისთვის რეკომენდირებულია გამოიყენოთ უსაფრთხო (ანუ პაროლით დაცული) ქსელები. პაროლის გარეშე ქსელებში შენი ჭკვიანი მოწყობილობის პროგრამული გატეხვა უფრო მარტივია.

ვებ მაღაზიებიდან რაიმეს შეძენისას უნდა იყოთ ყურადღებით, როგორც ნებისმიერ სხვა მაღაზიაში, რომ თავიდან აიცალოთ მატერიალური ზიანი.

როდესაც შედიხართ ჭკვიან მოწყობილობაში გამოიყენეთ მობილური-ID საშვალებები ელექტრონულ სერვისებში და ციფრულ ხელმოწერას, როგორც კომპიუტერში იყენებ ID-ბარათს, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა. (მობილურ-IDს SIM-ბარათი შეგიძლიათ მიიღოთ მობილური ოპერატორისგან).

როგორია დაცული პაროლი?

  • გრძელი, არანაკლებ 8 სიმბოლით (უფრო გრძელი უფრო უკეთესია)
  • დიდი-პატარა ასოები, სასვენი ნიშნები, ციფრები – შერეულად გამოიყენე
  • საკუთარ თავთან დაკავშირებული სიტყვა არ უნდა იყოს
  • არუნდა იყოს ცნობადი სიტყვა
  • პაროლი, რომელსაც არ იყენებ სხვაგან
  • პაროლი, რომელსაც მხოლოდ შენ და შენმა მშობლებმა იციან
  • NB! განაახლე პაროლი ყოველ რომდენიმე თვეში!
  • არ გამოიყენო იგივე პაროლი სხვადასხვა ანგარიშებისთვის!

პაროლი უნდა აირჩიო არაცნობადი. მოიგონე სისტემა, რომელიც დაგეხმარება უსაფრთხო და ადვილად დასამახსოვრებელი პაროლების გამოყენებაში. პაროლის შექმნისას დააკომბინირეთ პატარა, დიდი ასოები და ციფრები. პაროლი უნდა შეიცვალოს რაღაც დროის მერე. თუ სოციალური ქსელი მოგცემთ საშუალებას, გამოიყენეთ ასევე ორეტაპიანი ავტორიზაცია.

უსაფრთხოება ინტერნეტში

ინტერნეტი გთავაზობთ ვირტუალურ საკომუნიკაციო გარემოს, რომელიც არსებითად ჰგავს რეალურ სამყაროს. ასე, რომ იქ ძალაშია იგივე თავაზიანობის წესები და კომუნიკაციის ნორმები, რომლების რეალურ ცხოვრებაში გამოიყენება. ონლაინ გარემო არ იძლევა ანონიმურობას, რადგან ყველაფერი რაც იქ კეთდება ან აიტვირთება, ინახება ავტომატიურად. ვინმე შეიძლება სურათი ან ფაილი დააკოპიროს იგივე მომენტში როდესაც ის ინტერნეტში გამოქვეყნდება. ამრიგად, სურათი ან ტექსტი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს უცხო ადამინის ხელში და არ იქნება ცნობილი ის ამითი შემდეგ რას გააკეთებს.

შენი უსაფრთხოება ინტერნეტში შენზე დამოუკიდებულია. მუდმივად შეახსენე საკუთარ თავს ის რაც გაგიგია ინტენეტის უსაფრთხოებაზე და დაიცავი წესები.

ინტერნეტის რემაინდერი

  • რისი ხმამაღლა გამოთქვმა ადამიანების წინ არ შეგიძლია, ის ბლოგშიც არ დაწერო.
  • არ გააზიარო საკუთარ თავზე სურათები ანდ ვიდეობი, რომლიც არ გინდა. რომ სხვამ ნახოს უხერხულობის გამო. როდესაც საკუთარ თავზე სურათებს იღებ და გინდა სხვას ანახო შენი კარგი ფორმა და დაკუნთული სხეული, ტანსაცმელი არ გაიხადო. გახსოვდეს რომ ყველა ინტერნეტში ატვირთული ფაილი სხვებს შეუძლია ნებართვის გარეშე გაავრცელონ და შენი დაუფიქრებელი ქმედება ან გაგზავნილი სურათი შეიძლება ხვალ ჩამოკიდებული იყოს ეიფელის კოშკზე მთელი სამყაროსთვის სანახავად.
  • არ გაავრცელო ინტერნეტში შენი ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები. სანამ იმოქმედებ, გაჩერდი და დაფიქრდი, ის რისი კეთებაც გსურს კარგი აზრი თუ არის. ადამიანისთვის ვისაც არ იცნობ ან ვისაც არასდროს შეხვედრიხარ, არ უნდა გაუგზავნო პერსონალური მონაცემები.
  • თუ ზრდასრული იზიდავს ბავშვს სექსუალურად ან თავაზობს არასრულწლოვანს შეხვედრას სექსის მიზნით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის შესახებ მომენტალურად უნდა გააგებინო მშობლებს და საჭიროებების შემთხვევაში პოლიციას.
  • თუ პრობლემები შეგექმნათ, მოიძიეთ დახმარება! დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სანდო ზრდასრულ ადამიანს.

სოციალური ქსელები

დავიწყოთ პროფილით. როდესაც ავსებ პროფილს, შეავსე ის მოკლედ. ნუ გამოაქვეყნებ ზედმეტ პერსონალურ მონაცემებს. ხოლო მათ ვისთანაც გსურს შეტყობინების, სურათის და ვიდეოს გაგზავნე მათ გაუზიარე შენი პოსტი. თუ გსურს შენი ფოტოს დამატება სოციალურ ქსელში, დაფიქრდი არის თუ არა ეს ფოტო შესაფერისი. არ ატვირთო სურათი რომლის გამო შეიძლება რომ შეგრცხვეს მაგალითად მშობლების წინ. იცოდე რომ ყველა ფოტოს კოპირება არის შესაძლებელი  და არასდროს გეცოდინება შენი სურათები სად შეიძლება რომ მოხდნენ. ასევე არ ატვირთო ინტერნეტში ნებართვის გარეშე მეგობრის სურათი. მეგობრების სიაში დაამატე მხოლოდ ადამიანები ვისაც ნამდვილად იცნობ. მნიშნელოვანი არ არის რამნდენი ადამიანის დამატება შეგიძლია მეგობრების სიაში, არამედ ის თუ რამნდენი ნამდვილი მეგობარი ყავს.

სანამ რამეს დაფოსტავ, დაფიქრდი! დაიმახსოვრე რომ ინტერნეტი არის საჯარო სივრცე და ყველა შენი პოსტი ხელმისაწვდომია. არ უპასუხო არასასიამოვნო ან უცენზურო კომენტარებს. მეგობრებთან საუბრისას გააზრებულად უპასუხეთ. იცოდეთ, რომ ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს თქვენი დაწერილი ტექსტები. გამოიყენე უსაფრთხო პაროლი და არ გაუზიარო ის არავის. სივრცის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად გამოდით ინტერნეტ სივრციდან. ბევრ სოაციალურ მედიის აპლიკაციებში ანგარიშის შექმნისას ის ავტომატიურად ხდება საჯარო, რაც ნიშნავს რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. გირჩევთ რომ თქვენი ანგარიში გახადოთ პირადი, რაც ნიშნავს რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ნახავენ მხოლოდ ის ადამიანები ვისთვისაც ნებართვა გაქვს მიცემული. ასევე კარგი იქნება თუ შეამოწმებ შენი მონაცემების ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საძიებო სისტემების საშუალებით, როგორცაა Google, Yahoo, Yandex და მსგავსი. საკუთარი სახელის ძებნით, ნახეთ გამოჩნდება თუ არა შენი პროფილი სოციალუ ქსელში. პროფილის ხილვადობის შეცვლა შეგეძლება კონფიდენციალურობის პარამეტრებში.

არ ისაუბრო ყველაფერზე რაც შენ გეხება! რაც შეიძლება ცოტა გაავრცელე პერსონალური მონაცემები. ინტერნეტში კომუნიკაციის წესები ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის იგივეა რაც ინტერნეტის გარეთ - არ გაუზიარო უცხოს შენი პერსონალური ინფორმაცია და არ წახვიდე მათდან შეხვედრაზე, წვეულებაზე, სხვის დასახმერებლად და ა.შ. არ გაუზიარო არავის შენი პაროლები, გარდა მშობლებისა! გამოიყენე უსაფრთხო და სხვადასხვა პაროლები! გაანახლეთ პაროლი ყოველ რამოდენიმე თვეში! არ დაწერო პაროლები სადმე და დაკვირდი რომ არავინ იყურებოდეს როცა შესასვლელად პაროლს წერ! უცნობი წერილები და მოწვევები არ გახსნა! არასდროს არ შეხვიდე კომუნიკაციაში ვებკამერის მეშვებოით უცნობ ადამიანთან! ყველაზე დიდი საფრთხე არის ის რომ, თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ვიცით ვისთან გვაქვს კომუნიკაცია (ჩვენ მას ვხედავთ და გვესმის მისი ხმა), მაშინ სალაპარაკო ოთახებში რეალურად არ ვიცით ეს ადამიანი ვინ არის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს ინფორმაცია რასაც მოგვაწვდის, რომელიც შესაძლებელია სწორი არ იყოს. ჩვენს ახალ “მეგობარს” შესაძლოა ცუდი განზრახვა ჰქონდეს ჩვენს მიმართ.

ზრდასრული ვისაც მეტი გამოცდილება და ბავშვთან მანიპუალციის უნარები აქვს, მას შეუძლია ბავშვს გააკეთებინოს ყველაფერი რაც მას უნდა. ზუსტად ასე ხდება როდესაც ბავშვი ერთ დროს აკეთებს ისეთ რამეს რასაც სხვაგვარად არ გააკეთებდა - კამერის წინ გაშიშვლება, ეროტიული შინაარსის მქონე სურათების გაგზავნა, მისი საიდუმლოებების გამხელა.

თუ რამის ნახვისთვის/სათამაშოთ საჭიროა თანხის გადახვდა, აიღე მშობლებისგან ნებართვა! როდესაც დაასრულებ, გამოდი! თუ მეგობარი იქცევა უცნაურად, იკითხე მას ტელეფონის მეშვეობით, რა ხდება! დაფიქრდი სანამ დააწკაპუნებ ბმულებზე! ყოველთვის გაანახლე პროგრამული უზრუნველვყოფა რაც შეიძლება მალე!

როგორ უზრუნველვყოფთ მონაცემთა დაცვას?

გაითვალისწინე, რომ სოციალურ მედიაში ან ინტერნეტში ატვირთული კონტენტი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ნებისმიერ პირისთვის და შენ არ გაქვს კონტროლი ამ კონტენტის მომდევნო გავრცელებაზე.

კარგად დაფიქრდი ვისზე და როგორ იღებ სურათს/ვიდეოს. სხვა პირს (მაგალითად მასწავლებელს), თუნდაც მეგობარს და ახლო ნათესავს, არ უნდა გადაუღო მისი ნებართვის გარეშე.

პირს რომელსაც უღებენ სურათს უნდა იყოს მისთვის ამის შესახებ ცნობილი და მას სურვილის შემთხვევაში უნდა შეეძლოს გაცლა.

სელფის გადაღებისას მოერიდე ისეთ სიტუაციას სადაც სხვა პირი ფოტოს უკანა პლანზე რჩება.ეს ყოველთვის არ არის შესაძლო საზოგადოებრივ ადგილას (ქუჩა, ქალაქის მოედანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი). თუ იყენებ ფოტოს სოციალურ მედიაში, ის პირები არ უნდა იყონ ცნობადი.

არ აიღოთ სხვისი ნებართვის გარეშე მათი სურათები და ვიდეობი, მით უმეტეს არ გააკეთოთ რედაქტირება და არ გაავრცელოთ.

რა არის პერსონალური მონაცემები?

პერსონალური მონაცემები არის ყველა ის მონაცემები, რომელიც დაეხმარება სხვებს შენს იდენტიფიცირებაში ანუ იმის გაგებაში რომ ეს ნამდვილად შენ ხარ. მაგალითად შენი ტელეფონის ნომერი, მისამართი ან შენი პირადი ელექტრონული ფოსტა, ასევე შენი ფოტოები.

გაეცანი სოციალური ქსელის კონფიდენციალურობის პარამეტრებს და წაიკითხე გამოყენების პირობები.ის გაგაცნობს თუ რამდენად ინახება შენი მონაცემები და როგორ გახდება ის ხელმისაწვდომი სხვისთვის. ასევე იხილე ვინ ფლობს სოციალურ ქსელს, არის ეს უცხოური თუ ესტონური გვერდი. უპირატესობა მიანიჭეთ იმ გვერდებს რომლებიც აქვეყნებენ მათ საკონტაქტო ინფორმაციას და აქვთ მონაცემთა დაცვის მკაფიო პირობები (ასევე შეიძლება ჩამოთვლილი იყოს კონფიდენციალურობის პირობებში).

თუ ვინმე დაიწყებს თქვენთან ინტერნეტში ურთიერთობას, ნუ გაუზიარებთ მას თქვენი ან თქვენი ახლობლების მონაცემებს მანამ სანამ დარწმუნებული არ იქნებით რომ ის სანდო ადამიანია. ნუ მიიღებთ მეგობრობის თანხმობას უცნობი ადამიანისგან. კონფიდანციალურობის პარამეტრებში შეგიძლიათ თქვენი პირადი მონაცემები გახადოთ ხილვადი მხოლოდ ახლო ნაცნობებისთვის. არ გირჩევთ რომ გამოაქვეყნოთ ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, დღის განრიგი და სხვა მსგავსი ინფორმაცია. ასეთი ინფორმაცი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს თქვენ და თვქენი ახლობლებს.

არ გაუკეთო სხვას ის რაც არგინდა რომ შენ გაგიკეთონ. ნუ გამოაქვეყნებ სხვის პირად მონაცემებს მათი თანხმობის გარეშე. არ დაწამო ცილი სხვას და არ მიაყენო შეურაცხყოფა. დაფიქრდი სანამ გამოაქვეყნებთ, რადგან ინტერნეტი არ არის ანონიმური და გაითვალისწინეთ, რომ თქვენი იდენტიფიცირება შესაძლებელია.

თუ პროფილზე ამატებ სურათებსა და ვიდეობს, ყურადღებით გადახედეთ მათ, რადგან შეიძლება ვიღაც სხვა იყოს სურათზე, რომელსაც არ სურს სურათის საჯაროობა. ნუ განათავსებთ სურათებს, რომლისაც შეგრცხვებათ მომავალში. მაგალითად ურთიერთობის შეწყვეთის შემთვევაში ძალიან ხშირია, შურისძიების მიზნით, შიშველი სურათების გამოქვეყნება. არ ატვირთო სურათები, რომლებსაც აქვს ადგილმდებარეობის ინფორმაცია. ეს ემატება სურათს როდესაც ჭკვიანი მოწყობილობით სურათის გადაღების დროს GPS-ი ჩართული გაქვთ.

ბევრი სოციალური ქსელი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ეწვიონ თავიანთ ანგარიშებს სმარტფონის საშუალებით. მობილური საკომუნიკაციო პორტალის მონახულებისას დაფიქრდით გინდათ თუ არა GPS პოზიციონირებამ განსაზღვროს თქვენი მდებარეობა და გამოაცხადოს ის საკომუნიკაციო პორტალზე. შეამოწმეთ თქვენი ტელეფონის პარამეტრები.

როდესაც გადაწყვიტეთ მომხმარებლის ანგარიშის წაშლა, დარწმუნდით რომ პერსონალური მონაცემები ნამდვილად წაშლილია და ანგარიში დახურული (არ არის გამორთული). თუ ანგარიშის წაშლა არ არის შესაძლებელი, დაუკავშირდი პორტალის ადმინისტრატორს ან შეცვალე პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერ ასოებით და ციფრებით.

გახსოვდეთ რომ ყველაფერი რასაც, ინტერნეტში აქვეყნებთ იქ შეინახება. ყველა მონაცემები რაც გამოქვეყნებული გაქვს ან საკუთარ თავზე ან სხვაზე, არის მერე ისევ ხელმისაწვდომი, მაშინაც კი როცა ფიქრობ რომ ის წაშლილი გაქვს. დაფიქრდით კარგად სანამ რამეს გამოაქვეყნებ.

საქმის ანალიზი

საქმე 1. უსიამოვნო შეხვედრა უცხო ადამიანთან

ტალინში მცხოვრები მამაკაცი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა 13 წლის ბიჭს, რომელიც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭს გამოქვეყნებული ჰქონდა პორტალში ფოტო და საკონტაკტო ინფორმაცია. ურთიერთობის დროს ბიჭმა კაცს მოუყვა თავიანთ პრობლემებზე და ფული ითხოვა. კაცმა ფული გაუგზავნა. ამის შემდეგ კაცმა ბიჭი დაპატიჟა ტალინში და გაუგზავნა ავტობუსის ბილეთის ფული. ბიჭმა დაიწყო ტალინში სიარული და დათანხმდა მამაკაცთან სექსუალურ კონტაკტზე ფულის მისაღებათ. ბავშვის ბებიამ პოლიციას მიმართა, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა რადგან ბავშვი დადიოდა ტალინში და დიდი თანხები ქონდა.

იგივე მამაკაცი დაუკავშირდა 12 წლის ბიჭს, რომელმაც თავისი საკონტაკტო ინფორმაცია გამოაქვეყნა ინტერნეტში. გარკვეული კომუნიკაციის შემდეგ ბიჭი მან მიიწვია სტუმრად, ბიჭმა ამბავი მოუყვა მშობლებს, რომლებმაც პოლიციას მიმართეს. რადგან კაცმა გაუგზავნა ბიჭს თავისი სურათი (თუმცა მოატყუა რომ უფრო პატარა ასაკისაა ვიდრე ნამდვილად იყო), ბიჭმა იცნო კაცი.

საქმე 2. სასირცხვილო ვიდეო კლიპი

ჩხრეკვის დროს გამოვლინდა ბავშვთა პორნოგრაფია 30 წლის კაცის კომპიუტერში და დისკებზე, მათ შორის ორი კლიპი, რომელშიც 14 წლის გოგონა საკუთარ თავს ეფერება ვებკამერის წინ. კლიპის ქვემოდ იყო გოგონას დაბადების თარიღი.  გოგონას ვინაობის დადგენა ვიდეოში შესაძლებელი გახდა. იმ დროს 11 წლის გოგონას არ ახსოვდა რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა. მან თავი გამოაჩინა ვებკამერის საშუალებით, ინტერნეტში გაცნობილი ადამიანის თხოვნით, თუმცა, ეს კლიპი მიმოქცევაში შევიდა და ბევრმა ის კლიპი ნახა.

სწავლების მიზანია მოსწავლეებს აუხსნას:

  • რთული პაროლის შექმნის აუცილებლობა;
  • უსაფრთხო პაროლის მოთხოვნები;
  • რა შეიძლება და არ შეიძლება განთავსდეს ინტერნეტში;
  • რომელი თქვენი მონაცემები არის პირადი მონაცემები;
  • ბულინგის ხასიათის და კიბერბულინგის სპეციალური მახასიატებლები;
  • რომ კიბერბულინგში ჩართული პირების გამოვლენა როგორც წესი შესაძლებელია და ანონიმურობა მხოლოდ მოჩვენებითია;
  • თუ კი მას აბულინგებენ უნდა უთხრას ამის შესახებ მეგობრებს ან ზრდასრული ადამიანებს;
  • რომ ბულინგის შემსწრეებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი ბულინგის დასრულებაში.

სწავლების შედეგი არის ის რომ, მოსწავლე:

  • იცის როგორია ძლიერი პაროლი;
  • შუძლია ძლიერი პაროლის შექმნა, რომლის გახსენება მისთვის ადვილია
  • შეესაბამება კონფიდენციალურობის მოთხოვნებს;
  • პრობლემის გაჩენისას მიმართავს მშობელს, მასწავლებელს ან სხვა სანდო ზრდასრულ ადამიანს;
  • იცის შესაძლებლობები და შეუძლია დააკონფიგურიროს თავისი სოციალური მედიის პლათფორმების ანგარიშების პარამეტრები,
  • ესმის, რომ ინტერნეტში, მისი ატვირთული/გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება მივიდეს სხვადასხვა ადამიანებამდე (მეგობრები, მშობლები, მასწავლებელი, მომავალი დამსაქმებლები, საზოგადოება);
  • ესმის, რომ ინტერნეტი არის საჯარო ადგილი. წესები და ქცევის წესები, რომლებიც ძალაშია როგორც ციფრულ გარემოში ასევე პირისპირ კომუნიკაციაში, უზრუნველყოფენ კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას;
  • ესმის, კიბერბულინგის თემატიკა.
  • იცის როგორ და ვის შეუძლია დაეხმაროს მას ბულინგის შემთხვევაში,
  • იცის როგორ შეუძლია დაეხმაროს, თუ შენიშნავს კიბერბულინგს.

სწავლების მეთოდები:

  • ლექცია
  • დისკუსია
  • დავალება
  • ჯგუფური მუშაობა
  • ვიდეობის ჩვენება