Red Cross/First aid

შესავალი

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საშვალო სკოლის მე-6-8 კლასების მოსწავლეებისთვის და შექმნილია პირველადი დახმარების სწავლის მხარდასაჭერად.

  • პროგრამაში შემავალი მასალა მოიცავს პირველადი დახმარების თეორიულ ცოდნას, სასწავლო ვიდეოებს, თვითშეფასების ტესტებს და დავალებებს. დამატებითი მასალა დამატებულია თითოეული თემის გვერდის ბოლოს.
  • პროგრამაში არჩეულია სკოლის მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული ტრავმები. თეორიული მასალის გარდა, გადაღებულია სასწავლო ვიდეოები, რათა პირველადი დახმარების ტექნიკა უფრო გასაგები და დასამახსოვრებელი გახდეს.
  • პროგრამაში მიღებული თეორიული ცოდნისა და შემდგომი პრაქტიკული სწავლების გამოყენებით, მოსწავლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეიძინონ პირველადი დახმარებისათვის საჭირო უნარ -ჩვევები.
  • პროგრამის შინაარსი განმარტავს და ყურადღებას აქცევს დაშავებულის სხვადასხვა მდგომარეობას და პირველადი დახმარების ზომებს, რათა თავიდან აიცილოს დაშავებულის მდგომარეობის გაუარესება დამატებითი დახმარების მიღებამდე.
  • პროგრამა იძლევა ცნობებს სხვადასხვა უმნიშვნელო ტრავმების შესახებ, რომლებშიც დაშავებულს დახმარება სჭირდება.

პირველადი დახმარება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სიტუაციას, დაწყებული ტრამვის შემდეგად დაშავებულის დამშვიდებით (პატარა ტრამვები) დამთავრებული რეალურ ქმედებებით (რთული უბედური შემთხვევები). ზუსტად იმ სიტუაციაში, როდესაც სამედიცინო დახმარების მიღება რთულია ან მისი ლოდინი სიცოცხლისთვის სახაფათოა, პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნა და რეალური უნარ-ჩვევები ფასდაუდებელია. იმის ცოდნა, თუ რა უნდა გააკეთოს და დაშავებულის მდგომარეობის სერიოზულობის აღიარებამ, შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელება და ზოგჯერ გადაარჩინოს სიცოცხლე. აღნიშნული პროგრამა არის კარგი დამხმარე პირველადი დახმარების სწავლაში.

პროგრამა მოიცავს თეორიულ ნაწილს, დამოუკიდებელ სწავლას, რომელიც დაფუძნებულია რეკომენდებულ ლიტერატურაზე და მინიმუმ ერთდღიანი უსაფრთხოების ბანაკს, სადაც შეძენილი ცოდნისა და უნარების ტესტირება და დანერგვა ხდება. ახალგაზრდას რომელსაც ტრენინგი გავლილი აქვს შეუძლია დაეხმაროს სხვებს ისე, რომ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და იცის როდის დარეკოს 112 -ში ან როდის მიმართოს პოლიციას. მან იცის ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების შესახებ. მას შეუძლია შეაჩეროს სისხლდენა, დაეხმაროს დამწვრობის ან მოტეხილობის შემთხვევაში.

უსაფრთხოების ბანაკი

უსაფრთხოების ბანაკი - კონკურსში, პრაქტიკული გამშვები პუნქტები ორგანიზებულია სხვადასხვა სტრუქტურის მიერ, სადაც ფასდება გუნდების მიერ დავალებების და სიტვაციების დაძლევა. გუნდებს ჰყავთ 8 წევრი, სასურველია 4 ბიჭი და 4 გოგო.

წითელი ჯვრის დავალება არის - პირველადი დახმარება. ზოგადად იმიტირებულია მრავალ მსხვერპლიანი ავარია. ბავშვების დავალებაა რომ შეაფასონ სიტუაცია და დაეხმარონ დაზარალებულებს. დავალების შესრულებას 8-12 წუთი სჭირდება. უკუკავშირს კი 2-3 წთ.

შეფასდება

  • სიტუაციის შეფასება
  • საკუთარი თავის უსაფრთხოება
  • სიტვაციიდან გამოსავლის მოძებნა
  • გუნდური მუშაობა
  • გუნდის ლიდერის მუშაობა
  • პირველადი დახმარების აღმოჩენა

გამშვები პუნქტების მსაჯები (2-3 ადამიანი) არიან თავიანთი სფეროს სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დავალების უსაფრთხოდ შესრულებას და აკონტროლებენ დავალების შესრულების სისწორეს.

უსაფრთხოების ბანაკის მიზანია ბავშვების ცნობიერების ამაღლება და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა. ბანაკი კარგი საშუალებაა სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოსაყენებლად.

სწავლების ჩატარება

  • საკუთარი თავის წარდგენა
  • რამდენიმე შესავალი კითხვა
    • "ვინმეს თუ ოდესმე გაუწევია პირველადი დახმარება?"(ამ კითხვას ყოველთვის ტრენინგების შესავლისთვის ვიყენებ, ეს კარგია კონტაქტის დასამყარებლად და მონაწილეების დასაფიქრებლად. გამოდის რომ არა მარტო ბავშვებმა არამედ ასევე სრულწლოვანებმა არ იციან რა არის პირველადი დახმარება. პირველად დახმარებას ხედავენ როგორც მხოლოდ დიდი სისხლდენის შეჩერებას, ლახტის დადებას და რეანიმაციას. ჩვეულებრივი პლასტირის გამოყენებას, დაშავებულის მხარში დგომას, ნუგეშის, დამწვარი თითის ცივი წყლით გაგრილებას”, არ თვლიან პირველად დახმარებად).
    • “როგორ გავიგოთ რომ ადამიანს სჭირდება დახმარება?”
  • თემის გაცნობა - თეორია
  • მაგალითები რეალურ ცხოვრებიდან
  • 2-3 ბავშვს შეეკითხეთ თუ აქვთ ამ თემის შესახებ რაიმე გამოცდილება.
  • დისკუსია ბავშვებთან, თუ რა მოხდება მაშინ როდესაც დაშავებულს დახმარებას არ გაუწევთ, მაგალითად თუ დამწვარი ხელი არ იქნა გაგრილებული, ის რას იგრძნობს და ასე შემდეგ (დიკსუსიის თემები დამოკიდებულია კლასში ბავშვების რაოდენობაზე)
  • ტესტი და ტესტის უკუკავშირი
  • პრაქტიკა (პრაქტიკული დავალებების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია კლასში ბავშვების რაოდენობაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ივარჯიშონ  წრიულ გადავხევებში. ეს საჭიროა საამისოთ რომ ბავშვს გაუჩნდეს სამედიცინო სახვევის შეგრძნება და გამოყენების გამბედაობა.

სწავლისას მნიშვნელოვანია რომ გამოყენებული იქნას მხედველობითი, სმენითი და შეხებითი ქმედებები.

პირველადი დახმარების ტრენინგის მიზანია გაზარდოს ბავშვების თავდაჯერებულობა და უზრუნველყოს ძირითადი ცოდნა, თუ როგორ უნდა გაუწიოს დაეხმარება ადამიანებს საგანგებო სიტუაციებში.

პირვლადი დახმარება

პირველადი დახმარება

  • დაშავებულისთვის ან უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა

უბედური შემთხვევების დროს, როდესაც სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაცდომი, პირველადი დახმარება უნდა მოხდეს სწრაფად და ოსტატურად.

პირველადი დახმარების მიზანი:

  • არის უბედური შემთხვევის ადგილზე დაშავებულის სიცოცხლის გადარჩენა, მისი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება და ეკსპერტული დამატებით დახმარების ადგილზე მოსვლის უზრუნველყოფა.

სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე, შემთხვევის ადგილზე შეიძლება განხორციელდეს შემდეგი პირველადი დახმარების ოპერაციები:

  1. სისხლდენის შეჩერება;
  2. სასუნთქი გზების განთავისუფლება;
  3. უეცარი სიკვდილის შემთხვევაში რეანიმაციის უზრუნველყოფა;
  4. დაშავებულის სითბოთი უზრუნველყოფა, ჰიპოთერმიის თავიდან ასაცილებლად;
  5. სხეულის სწორ პოზიციაში მოთავსება
  6. დაზიანებული კიდურის სახვევით წრიული გადახვევა ან ლახტის დადება და ა.შ.

უბედური შემთხვევა შეიძლება მოხდეს ყველგან: სახლში, ქუჩაში, გზებზე, ავარიებში და კატასტროფებში. ძალიან ხშირად, დაშავებული კვდება არა მძიმე ტრავმის გამო, არამედ იმიტომ, რომ დამსწრეებს, მოწმეებს, თანაკლასელებს, ნათესავებს, ნაცნობებს ან მეგობრებს არ გააჩნიათ ელემენტალურ ცოდნა პირველადი დახმარების შესახებ. ცოდნის ნაკლებობის ან არცოდნის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაუდევრობით და გულგრილობით, არამედ აშკარა განცდა, რომ მათარ ემუქრებათ უბედური შემთხვევა. პირველადი დახმარება გამოიყენება როგორც უბედური შემთხვევის ადგილზე ისევე მის მიმდებარედ.

დაზიანებულს ან უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს სჭირდება სასწრაფოდ დახმარება. პირველადი დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს,  დახმარების გარეშე დატოვებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესოს დაშავებულს მდგომარეობა. კვლევის თანახმად, ადამიანების თითქმის 30 პროცენტს შეუძლია ან სურს პირველადი დახმარების აღმოჩენა. ხშირად დახმარების აღმოჩენაში ადამინებს უშლით რაიმე არასწორის გაკეთების შიში, ამიტომ პირველი ნაბიჯი არის ამ შიშის დაძლევა.

ხშირად, სიცოცხლის გადამრჩენი პირველადი დახმარება მეტს არაფერს მოითხოვს, ვიდრე გამბედაობა, ორი ხელი და საღი აზრია.

უბედური შემთხვევის დროს იმოქმედეთ მშვიდად და თავდაჯერებულად

  • როგორც დამხმარემ, არ გამოიჩინოთ შიში და პანიკა. როდესაც დამხმარე მშვიდად, ის უფრო საიმედოდ გამოიყურება და ასევე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს დაშავებულზე.
  • როდესაც დაშავებული მშვიდად არის, დამხმარე პირისთვის უფრო ადვილია სიტუაციის შეფასება და დახმარების აღმოჩენა და მეტი შანსია დაშავებულის გამოჯანმრთელებისთვის.

ჯერ იფიქრე, მერე იმოქმედე! შეინარჩუნე სიმშვიდე! იყავი ყურადღებიანი, შეაფასე სიტუაცია

  • უბედური შემთხვევის ხასიათი (ავარია, ხანძარი, დახრჩობა და სხვა)?

შეაფასე უსაფრთხოება საკუთარი თავისთვის, დაშავებულისთვის და დამსწრეებისთვის

  • რა არის რისკის შესაძლო ფაქტორები? - ძალადობა, ნიადაგი, მეწყერი, შხამი, ცეცხლი და ა.შ.

საფრთხის ან ეჭვის შემთხვევაში დარეკე 112 -ზე (სასწრაფო დახმარება, პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)!

  • საფრთხის შემთხვევაში (მაგ. ხანძარი, საგზაო ტრაფიკი, ელექტროენერგია), დაელოდეთ პროფესიონალურ დახმარებას უსაფრთხო მანძილზე.
  • ავარიის შემთხვევაში დაიცავით მოძრაობის წესები.

დაადგინე და დაეხმარე სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში

  • დაადგინეთ მსხვერპლის რაოდენობა- მრავალჯერადი მსხვერპლის შემთხვევაში პირველად დაეხმარეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს. შეაფასეთ მდგომარეობა, დაზიანებები - სასიცოცხლო ნიშნები (ცნობიერება, სუნთქვა, პულსი), სხვა დაზიანებები (სისხლდენა, ჭრილობები, მოტეხილობები და სხვა).
  • ავარიების ან სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემთხვევებში, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მსხვერპლის გადაადგილება.
  • თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ დამცავი აღჭურვილობა (მოერიდეთ სისხლთან კონტაქტს).
  • დაზარალებულის გაყვანა შემთხვევის ადგილიდან არ შეიძლება. გარდა იმ შემთხვავისა როცა მსხვერპლის უსაფრთხოება შემთხვევის ადგილზე არ არის გარანტირებული.

112 -ზე დარეკვისას უპასუხეთ თქვენთვის დასმულ კითხვებზე

  • რა მოხდა?
    აღწერეთ საფრთხე ან უბედური შემთხვევა, რამაც გამოიწვია დარეკვა.
  • სად მოხდა?
    გადაეცით მისამართი ან ზუსტად ახსენით გზა თქვენამდე!
  • ვინმე არის დაზარალებული? 
    თქვით რამნდენი ადამიანია დაზარალებული და აღწერეთ მათი  მდგომარეობა.
  • თქვით თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც რეკავთ!
    საჭიროების შემთხვევაში, ისინი დაგირეკენ დამატებითი ინფორმაციისთვის (სახლის, ბინის ნომრის, ადგილმდებარეობის და ა.შ. დაკონკრეტებისთვის).

მოუსმინე სამაშველო ორგანიზატორის მითითებებს. სამაშველო ორგანიზატორს მიღებული აქვს საფუძვლიანი ტრენინგი თქვენი ზარის წარმართვისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასარკვევად. ენდე მას და მიჰყევი მის მითითებებს, უპასუხეთ კითხვებს რაც შეიძლება სწრაფად და ზუსტად - მას შეუძლია გადაარჩინოს თქვენი ან სხვისი სიცოცხლე.

პირველ რიგში თქვი რა მოხდა - ავტოავარია, ხანძარი, ვინმე დაეცა ან დაიკარგე ტყეში. აუცილებლად თქვი, არის თუ არა დაზარალებული. ამის შემდეგ მაშველი მუშაკი დაგისვამს დამატებით კითხვებს, რათა გაარკვიოს სიტუაციის სერიოზულობა და რა და რამდენი დახმარებაა საჭირო.

რაც შეიძლება ზუსტად თქვი შენი მისამართი ან აღწერეთ ადგილი, სადაც დახმარებაა საჭირო - მაგალითად, თუ შენ თვითონ არ ხარ იქ სადაც იმყოფება ადამიანი რომელსაც დახმარება ჭირდება. შენი ზარი იქნება პოზიციონირებული, მაგრამ ის ყოველთვის შეიძლება არ იყოს ზუსტი, ამიტომ სამაშველო მენეჯერი(ორგანიზატორი) ყოველთვის გეკითხება შენს ადგილმდებარეობის შესახებ. თუ შესაძლებელია, თქვი შენი კოორდინატები.

არ დაასრულო ზარი სანამ, ყველა საჭირო ინფორმაცია არ მოიძებნება. სამაშველო ორგანიზატორის მიერ დასმული დამატებითი კითხვების გამო, დახმარება არ გადაიდება. თუ ვიღაცის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, დახმარებას გამოგიგზავნიან სანამ თქვენ ესაუბრებით მაშველ მუშაკს.

უპასუხე კითხვებს მოკლედ და ზუსტად და არ დაასრულო ზარი მანამ, სანამ არ მიიღებ ნებართვას სამაშველო ორგანიზატორისგან! რაც უფრო ზუსტად შეგიძლია გასცე თითოეულ კითხვას პასუხი, მით უფრო სწრაფად მოაღწევენ თქვენამდე. პოზიციონირება ეფექტურია, მაგრამ შეიძლება შეაფერხდეს სხვადასხვა ფაქტორების გამო.

თუ შესაძლებელია და დრო იძლევს საშვალებას

  • ჰკითხეთ მსხვერპლს ან დამსწრე საზოგადოებას (ოჯახის წევრი, ნაცნობი) აქვს თუ არა მათ ავადმყოფობის ისტორია და რა მედიკამენტებს იღებს.

ნუ დატოვებ უყურადღებოთ გაჭირვებულ ადამიანს

  • როდესაც გრძნობ, რომ არ შეგიძლია დახმარების აღმოჩენა, დაუძახე ვინმეს დასახმარებლად.

თუ გაქვს დაწყებული დახმარების აღმოჩენა, არ გაჩერდე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოქმედება

  • გაასუფთავეთ გზა სასწრაფო დახმარებისა და დაზარალებულს შორის.
  • შინაური ცხოველები (ძაღლები) დააბით.
  • მომზადეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მსგავსი დოკუმენტები.
  • ლოდინის დრო გრძელია, მაგრამ დახმარება გზაშია.
  • იყავით მზად კითხვებზე პასუხის გასაცემად - გაწეული დახმარების მიმოხილვა. დაეხმარე თუ გთხოვეს.

ცხვირიდან სისხლდენა

ცხვირიდან სისხლდენის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს:

  • ტრავმა (ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და სხვა სახის ძვლების მოტეხილობა);
  • ცხვირის ჩიჩქვნა;
  • სასუნთქი გზების მწვავე ანთება, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის ვირუსული დაავადებები;
  • მაღალი წნევა;
  • ათეროსკლეროზი და სიბერე;
  • სისხლის შედედების დარღვევები, სისხლის დაავადებები (ჰემოფილია, ლეიკემია და სხვა), რომლებშიც უკიდურესად რთულია სისხლდენის შეჩერება;
  • ინტრანაზალური სიმსივნეები;
  • ბავშვებს ცხვირში შეუმჩნეველი უცხო სხეული.

საკუთარი სისხლის დანახვამ შეიძლება მსხვერპლი პანიკამდე მიიყვანოს. ძალიან მნიშვნელოვანია სიმმშვიდის შენარჩუნება. დაზარალებული უნდა იყოს მოხრილი წინ, მჯდომარე მდგომარეობაში ისე, რომ სისხლი არ ჩაედინოს საყლაპავ მილში. გადაყლაპული სისხლი ხშირად ღებინებას იწვებს, ხოლო ღებინების დროს დაძაბულობა ზრდის სისხლდენას.

პირველადი დახმარება

  • მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება!
  • იჯექით ისე რომ იყოთ წინ დახრილი, რათა სისლი არ ჩავიდეს საყლაპავი მილი – სისხლის გადაყლაპვამ მოგვიანებით შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან დიარეა. ნუ დაწვებით და ნუ დაიხრებით ძალიან წინ (მიზანშეწონილია თავი გულზე მაღლა დაიჭიროთ).
  • დააჭირეთ ცხვირის ფრთებს თითებით და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. თუ სისხლდენა გრძელდება, გაიმეორეთ პროცედურა.
  • თუ შესაძლებელია, ცივი კომპრესები დაიდეთ ცხვირისა და კისრის უკანა ნაწილზე (მაგალითად, ცივი გელის ტომარა, რომელიც წინასწარ არის დაფარული ქსოვილით, რათა თავიდან აიცილოთ კანის ცივი დაზიანება). გაციებასთან ერთად სისხლძარღვები იკუმშება და სისხლდენა ჩერდება.

თუ ნახევარი საათის შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი არ წყვეტს ცხვირიდან სისხლდენას, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

ტვინის შერყევა

თავის ტრამვები გამოწვეულია თავის არეში დარტყმით, თავის შეჯახებით მყარ   საგანზე. ე.ი. ან ჩვენ დავარტყით თავი, ან რაღაც ძლიერი შეეჯახა ჩვენს თავს ან შუბლით შეჯახეთ.

თავის ტრამვების შემთხვევაში პირველადი დახმარება და მსხვერპლის მდგომარეობის ადეკვატური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველადი დახმარება

  • დააკვირდით დაზარალებულს. თუ ხართ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ძლიერი დარტყმა მიიღო თავის არეში, აუცილებლად დარჩით მასთან გატკვეული ხნით, თუნდაც ის ამტკიცებდეს, რომ ჯანმრთელია.
  • დააკვირდით მას – აქვს თუ არა ბალანსი, დაუსვით ბას კითხვები, მათ შორის ახსოვს თუ არა რა მოხდა.
  • თუ მსხვერპლს აწუხებს მეხსიერების პრობლემები, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დაუკავშირებელი საუბარი, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
  • თუ აქვს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დისბალანსი, მეხსიერების ხარვეზები, წნევის დაცემა, გულისცემის შენელება, სუნთქვის რიტმისა და სიღრმის ცვლილებები, კიდურების სისუსტე ან დამბლა, აუცილებელია ექიმის გამოძახება.
  • იმის გამო, რომ ქინძისთავის ზომის ჭრილობასაც კი, როგორც წესი, ბევრი სისხლი მოყვება, თმა შეიძლება სისხლით გაიჯღინტოს. ნუ შეგეშინდებათ დაშავებულის შემზარავი გარეგნობის და თავი და თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • თუ ადამიანს აქვ მიღებული ტვინის შერყევა:  დააწვინეთ დაზარალებული.
  • დარტყმის ადგილას დაადეთ ცივი კომპრესი, მისაღებია როგორც სველი პირსახოცი ისე  ცივი კომპრესი.
  • ტკივილის შემთხვევაში მიეცით ტკივილგამაყუჩებელი.
  • დაზარალებულს დასამშვიდებლად მიეცით ტკბილი სასმელები: პიტნის და გვირილის ჩაი ან ვალერიან. დაალევინეთ პატარ-პატარა ყლუპებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწიოს გულისრევა და ღებინება.
  • გაარკვიეთ ზუსტად რა დაემართა დაშავებულს - ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწრაფო დახმარებისთვის.
  • დააკვირდით მსხვერპლის მდგომარეობას, ესაუბრეთ მას, ანუგეშეთ.
  • საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ სასწრაფო დახმარების ნომერზე 112

გონების დაკარგვა

გონების დაკარგვა - ეს არის ტვინისთვის სისხლის მიწოდების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების ტონუსის დროებითი შემცირებით. ამ შემთხვევაში ხდება ცნობიერების მოულოდნელი დაკარგვა, მაგრამ სწრაფად გადის სწორი პირველადი დახმარების გაწევით.

მახასიათებლები

  • გაფითრება, ცივი ოფლი;
  • გულისრევა, თაბრუსხვევა; 
  • გახშირებული პულსი და ზედაპირული სუნთქვა;
  • ბალანსის დაკარგვიდან დაცემამდე;

NB! გონების დაკარგვა სიცოცხლისათვის საშიშია, თუკი ადამიანი რაიმე მიზეზის გამო ვერ დაეცემა დაბლა და დარჩება მდგომარე ან მჯდომარე მგდომარეობაში.

მიზეზები

  • გახანგრძლივებული დგომა, განსაკუთრებით ცხელ და დახშულ ოთახში (სისხლი ჩადის ფეხებში, რადგან სისხლძარღვების ტონუსი ეცემა);
  • ნეგატიური ემოციები, უცაბედი შეშინება; 
  • გაუწყლოება;
  • პუბერტატი და უფრო გოგონებში;
  • ორსულობა და ა.შ.

პირველადი დახმარება

  • დაშავებული დააწვინეთ, ფეხები სხეულის ზემოთ მდგომარეობაში;
  • გაანთავისუფლეთ ვიწრო ტანსაცმელისგან (მათ შორის ქამარი, საყელო, ჰალსტუხი და სხვა);
  • უზრუნველყვე სუფთა ჰაერის მიწოდება;
  • თუ შესაძლებელია, სახეზე შეასხურე ცივი წყალი ან დაადეთ ცივი კომპრესი შუბლზე;
  •  არ გააჩეროთ დაშავებული მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში (სისხლი ვერ მიაცდომება თავს);
  •  თუ მსხვერპლი გონს არ მოვიდა, დარეკეთ 112 -ზე.

ზოგადად გონება დაკარგული გამოვა მდგომარეობიდან დაწოლიდან 2-3 წუთში. გონზე მოსვლისას, უნდა მიეცეს თბილი სასმელი, დამშვიდდეს, თბილად დაიფაროს და დაისვენოს. გახანგრძლივებული მდგომარეობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დამვწრობა

დამწვრობა არის ქსოვილის დაზიანება, რომელსაც იწვევს ქსოვილებზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება. დამწვრობის მსგავსი ქსოვილის დაზიანება ახასიათებს ქიმიური ზემოქმედებით (კოროზია) და ელექტრო დენით გამოწვეულ დაზიანებებს.

პირველადი დახმარება

  • 10-15 წუთის განმავლობაში სცრაფად გააგრილეთ დამწვარი ადგილი ცივი წყლით. თუ წყალი მიუწვდომელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი არა აალებადი და უსაფრთხო სითხე.
  • გაგრილება ძალიან მნიშვნელოვანია დამწვრობის შემთხვევაში. გაგრილების დროს გაანთავისუფლეთ დამწვარი ადგილი ტანსაცმლისგან შეშუპების დაწყებამდე. თუ ბავშვი აგრძელებს ტკივილის ჩივილს, კვლავ გააგრილეთ.
  • არ ააძრო არაფერი, რაც დაწებებულია ჭრილობაზე.
  • არ გახეთქოთ ბუშტუკები.
  • დააკვირდით გაძნელებულ სუნთქვის ნიშნების გამოვლენას, საჭიროების შემთხვევაში, მოემზადეთ ხელოვნური სუნთქვის დასაწყებად.
  • შეამცირეთ ინფექციის საფრთხე - დააფარეთ დამწვარი ადგილს სტერილური სახვევი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკეცილი სამკუთხა პირსახოცი, თეთრეული ან შესაფუთი ცელოფნის ნაჭრები.
  • თუ დაზარალებულს სახეზე აქვს დამწვრობა, არ დაფაროთ ის ადგილი - შესაძლოა ადამიანმა ვერ გაუძლოს მას და ამით დაიხუროს სასუნთქი გზები. გააციეთ ადგილი წყლით, დახმარების მოსვლამდე.
  • დააორგანიზეთ დაშავებულის სწრაფი გადაყვანა საავადმყოფოში და ყველა ინფორმაციის სასწრაფო დახმარების სამსახურებისთვის გადაცემა.
  • დახმარების მოსვლის ლოდინის დროს, დაამშვიდეთ დაშავებული.

დაჟეჟილობა, აჭიმვა, დაჭიმულობა, ამოვარდნა

დაჟეჟილობა არის დაზიანება, რომელიც ხდება ზემოქმედების ან შეჯახების შემდეგ, რომლის დროსაც კანი ჯანმრთელია, მაგრამ შეიძლება კანის ქვეშ ქსოვილში სისხლდენა ჩანდეს.

აჭიმვა არის სახსრების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია გარე ძალის მიერ, რომელსაც ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს კუნთებსა და მყესებზე.

დაჭიმულობა არის სახსრების მყესების და ქსოვილის გაჭიმვა ან გაწყვეტა გამოწვეული ძლიერი და უეცარი მოძრაობების გამო.

ამოვარდნა დროს სახსრის მოძრავი ნაწილი, ძვალი, მოძრაობს არასწორი მიმართულებით და გამოდის სახსრის კაპსულიდან. სასხარი რჩება იძულებით მდგომარეობაში და დეფორმირებულია. ამოვარდნილი ადგილი სწრაფად უნდა ჩაისვას უკან.

მახასიათებლები

  • უეცარი ტკივილი დაშავებულის სახსრის არეში.
  • მოძრაობები მტკივნეულია (მაგრამ ჩვეულებრივ შესაძლებელია) ან შეზღუდულია
  • შეშუპება ვითარდება რამდენიმე საათში, რასაც მოჰყვება კანის ქვეშ სისხლჩაქცევები ტრავმირებულ ადგილზე.
  • არასწორი პოზიცია (დისლოკაციები, მოტეხილობები).

პირველადი დახმარება

მათ წინაამდეგ დაეხმარება

  • შეკუმშვა - დააჭირეთ ძლიერად დახიანებულ ადგილს. დააფიკსირეთ ელასტიური სახვევით.
  • ცივით ზემოქმედება - გააჩერეთ დაზიანებული ადგილი ცივი წყლის ქვეშ ან დაადეთ ცივი კომპრესი. (4-6 ჯერ დღეში  20 წუთით).
  •  ზევით –  დაზიანებული ადგილი აწიეთ გულის დონის ზემოთ.

დააფიქსირეთ დაზიანებული კიდური სხეულის ზემოთ, ეს შეამცირებს შეშუპებას.

კარებში მოყოლილი თითი

კრებში თითის მოყოლა ძალიან მტკივნეულია, თუნდაც სისხლი არ გამოვიდეს, შესაძლებელია რომ სისხლისდენა იყოს კანის ქვეშ. თითი გაწითლდება და გასივდება.

პირველადი დახმარება

  • მოათავსეთ დაზიანებული თითი ცივი წყლის ქვეშ.
  • ტკივილის შესამსუბუქლებად, მოათავსეთ ყინულის კომპრესი ან ცივი გელი დაზიანებულ ადგილზე და გააჩერე ნახევარი საათით.
  • დაიჭირეთ დაზიანებული თითი მაღლა.

ჭრილობები

ჭრილობა არის დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს მთელ კანზე და ლორწოვან გარსებზე.

ზოგჯერ ჭრილობას თან ახლავს ღრმა ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანებები. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ღრმა არის ჭრილობა, ის იყოფება:

  • მარტივი - დაზიანება არ ვრცელდება უფრო ღრმად, ვიდრე კანქვეშა ქსოვილი
  • მძიმე - დაზიანებულია ღრმა ქსოვილები

ჭრილობები გამოირჩევა ჭრილობის მიღების გზების მიხედვით:

ჭრილი ჭრილობა - სწორი ჭრა, მცირე ტკივილი, ადვილად განიკურნება, თუ ჭრილობა სუფთაა და შემდგომში დეფექტი არ რჩება.

ჭრა-ჭრილობა - ხდება მძიმე ბასრი საგნით დარტყმისას და ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე წინა. შეიძლება მოხდეს ძვლის დაზიანება.

ნაჩხვლეტი ჭრილობა - ჭრილობის არხი არის ღრმა, ხოლო ზევიდან კანის დაზიანება მცირეა. გაკურნებას სჭირდება დიდი ხანი, რადგან მიკრობებისთვის არის ხელსაყრელი ჟანგბადის დეფიციტური გარემო. NB! რკინის ლურსმანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ   გამოიყენეთ ტეტანუსის შრატი.

დარტყმითი-დაჟეჟილობითი ჭრილობა - ჩდება დაცემის ან უფრო დიდი ბლაგვი ობიექტის გამო. ჭრილობის ზედაპირი ფართოა, ტკივილი ძლიერია, გარეგნულად ცუდათ გამოიყურება, მაგრამ ადვილად იკურნება.  პატციენტს შეიძლება ქონდეს შოკი. გაარკვიეთ პატსიენტის მდგომარეობა - მცირე დარტყმის შემთხევაში საჭიროა მისი წაყვანა ტრავმაპუნქტში - უფრო მძიმე შემთხვევაში არ გადაადგილოთ – გამოიძაცეთ 112

ნაწყვეტი ჭრილობა - არის გვერდითი, ძალის გამოყენებით გამოწვეული ჭრილობა. ძალიან მტკივნეული. ხშირად ჩირქდება, რადგან არის მიკორბებისთვის ხელსაყრელი, იკურნება ძნელად. ტიპიურია მაგალითად ძაღლისა და სხვა ცხოველის ნაკბენზე.

უფრო მსუბუქი და გავრცელებული ჭრილობა არის აბრაზია - ზედაპირული ჭრილობა, სადაც კანის ზედა ფენები იშლება, რის გამოც დელიკატური არე რჩება ეპიდრმისზე. გამოწვეულია მოცურების ვარდნით ან ხახუნით.

ყველა სახის ჭრილობას ახასიათებს ტკივილი და სისხლდენა. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია ჭრილობის დროს, რის შემდეგაც თანდათან მცირდება. თუმცა, თუ ტკივილი ძლიერდება ერთი ან ორი დღის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს ინფექცია ან სხვა გართულება.

პირველადი დახმარება

ჭრილობების შემთხვევაში, წარმოშობის მექანიზმის მიუხედავად, პირველადი დახმარება ძირითადად ერთნაირია - სისხლდენა უნდა შეწყდეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ დაზიანების შემთხვევაში სიკვდილი ხდება უმეტეს შემთხვევაში სისხლის დაკარგვის შედეგად.

პირველი დახმარება ჭრილობების შემთხვევაში

  1. დაიცავით სისუფთავე - პირველ რიგში დაიბანეთ ხელები.
  2. გაასუფთავეთ ჭრილი ჭრილობა ონკანის ცივი წყლით.
  3. თუ შესაძლებელია, გაწმინდეთ ჭრილობა 3% ჰიდროქლორინის მჟავით.
  4. გამოიყენეთ ასეპტი, გუტაზეპტი ან ბურნშილდი მცირე ჭრილობებისთვის.
  5. შეახვიეთ ან დაფარეთ ჭრილობა სტერილური სახვევით..
  6. დაადე ჭრილობაზე ოთხკუთხედი ბამბის ლილვაკი ან პლასტერი.
  7. ხელში დაიჭირეთ კიდური ამაღლებულ მდგომარეობაში.
  8. შოკის თავიდან აცილება ან შემცირება. დააწვინეთ პაციენტი და ასწიეთ დაზიანებული კიდური.
  9. დააკვირდი დაშავებულს.
  10. როცა ბავშვი ველოსიპედით ვარდება- მუხლში ჭუჭყი - წყალში გახსენით წყალბადის ტაბლეტი და გაამზადე KmnO4 სუსტი სხნარი - დაადეთ ჭრილობაზე მონაცვლეობით ორი განსხვავებული ხსნარი, მწვანე ფენა წარმოიქმნება და ქაფდება, ის არ შოკავს ბავშვს, არ ავნებს, ამოიღეთ ქაფი ჭუჭყთან ერთად.
  11.  თუ ჭრილობიდან გამოდის ბევრი სისხლი, ჭრილობაზე ძლიერად უნდა დააჭიროთ 10-20 წუთი. 

სხვისი დასახმარებლად განზრახვისას საფრთხეს ნუ შეუქმნით საკუთარ სიცოცხლეს!

თუ დაინახავთ დანით ან ტყვიით დაჭრილ პირს, სასწრაფოდ დარეკეთ სასწრაფო დახმარების ცენტრში, ნუ წახვალთ დაზარალებულთან დაუყოვნებლივ, რადგანაც პირი, რომელმაც დაზიანება გამოიწვია, შესაძლოა კვლავ ახლოს იყოს.

უცხო სხეული რესპირატორულ ტრაქტში

თუ ადამიანი ჭამასმის დროს, ლაპარაკობს ან არ ღეჭავს საკმარისად საკვებს, ხორხი შესაძლოა არასწორ დროს ღია დარჩეს. საყლაპავის ნაცვლად, საკვები შეიძლება სასუნთქვ მილში გადავრდეს. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია უცხო სხეული და სად მოხვდა იგი.

უცხო სხეული სასუნთქ გზებში ის იწვევს ძლიერ ხველებას დამცავი რეაქციის სახით. თუ უცხო სხეული არ გამოდის, დაზარალებულმა შეიძლება დაიწყოს ქოშინი და უნებლიედ გადაიყვანოს უცხო სხეული უფრო ღრმად ტრაქეის გასწვრივ. თუ სასუნთქი გზები მთლიანად არ არის დახურული უცხო სხეულით, გაჭირვებულ ადამიანს კვლავ შეუძლია სუნთქვა. უმეტეს შემთხვევაში სუნთქვას თან ახლავს ხმა. თუმცა, თუ ტრაქეა გადაკეტილია, მსხვერპლი შეიძლება დახრჩოს.

მახასიათებლები

  • ძლიერი ხველების უეცარი გაჩენა.
  • მსხვერპლი ყელზე ორივე ხელით იჭერს.
  • გაგრძელებული შესუნქთვა სტვენით.
  • დაზარალებულს არ შეუძლია სუნთქვა.
  • შფოთვა, პანიკა.
  • წყვეტილი მეტყველება ან მეტყველების უუნარობა.
  • სახე, ტუჩები სწრაფად ლურჯდება.
  • უგონობა

პირველადი დახმარება

  • ხველის ხელშეწყობა. თუ ადამიანს შეუძლია ხველა - ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერი გადის და არ არის საჭირო ზურგზე  „დარტყმა“. შეხების შედეგად, უცხო სხეულმა შეიძლება შეცვალოს პოზიცია და სასუნთქი გზები მთლიანად დაიხუროს.
  • თუ სუნთქვა უარესდება (ხველა არაეფექტურია), გააკეთეთ 5 – ჯერ სწრაფი დარტყმა ბეჭებსშუაში  (შეაფასეთ სუნთქვა ყოველი დარტყმის შემდეგ).
  • თუ შედეგი ვერ მიიღეთ, გამოიყენეთ ჰეიმლიხის მეთოდი.

ჰეიმლიხის მეთოდი

  • დადექი მსხვერპლის უკან.
  • მოათავსეთ მუშტი დაზარალებულის მკერდის ქვეშ და დაფარეთ მუშტი მეორე ხელით.
  • თქვენს მიმართულებით, დიაგონალში და ზემოთ მოულოდნელად დააჭირეთ ხელები. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ხუთჯერ.
  • გამოიყენეთ მონაცვლეობით ხუთი (5) დარტყმა, ხუთი (5) ჰეიმლიხის ტექნიკა.

დაწოლილი მსხვერპლის დახმარება:

  • დაჯექი მსხვერპლის სხეულზე
  • მოათავსეთ ხელები დაზარალებულის მუცელზე ჭიპის ზემოთ
  • დააჭირე ხელები მოულოდნელად მის მუცელზე, ბეჭების მიმართულებით.
  • გაიმეორე ზედიზედ 5 -ჯერ.
  • დარეკეთ 112 -ზე.

უნდა ვიცოდე თუ არა, პირველადი დახმარების აღმოჩენა?

ყოველწლიურად, 18 წლამდე ასაკის 830,000 ბავშვი იღუპება შემთხვევითი დაზიანებების შედეგად. გარდა ამისა, 9 მილიონზე მეტი ბავშვი, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ არა სასიკვდილო დაზიანებებს.  უნებლიე დაზიანებები ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას მსოფლიოში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2009).

შეიძლება არსებობდეს სიტუაციები თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ჩვენს ახლობლებს ან უბრალოდ ქუჩაში მყოფ ადამიანებს ესაჭიროებათ სიცოცხლის შემანარჩუნებელი პირველადი დახმარება და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მაგრამ ვიცით ჩვენ როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ? აუცილებლად არ უნდა გვეშინოდეს დახმარების გაწევის - ჩვენ თუნდაც ცოტათი დავეხმაროთ, სანამ პროფესიონალები ადგილზე მოვლენ. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა დამოკიდებულია დამხმარეების უნარებზე. ყველაზე უარესის თავიდან აცილება შესაძლებელია პირველადი დახმარების ცოდნის მქონე პირის პროფესიული ქმედებით, რომელიც მოიცავს დახმარების აღმოჩენას და დახმარებისთვის დარეკვას შემდეგ ნომერზე: 112.