Safety Board
შესავალი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, ხანძრის, წყლის, აფეთქების საფრთხეების და მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებში მომზადება და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა. ახალგაზრდას, რომელმაც დაასრულა სასწავლო პროგრამა, უნდა შეეძლოს სხვების დახმარება ისე, რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
მეთოდოლოგია: სამაშველო ტრენინგი ტარდება როგორც საკონტაქტო ასევე ონლაინ ტრენინგის სახით. საკონტაქტო სწავლების ძირითადი ტრენინგ მეთოდი არის ლექცია რომელიც, გაფართოებულია სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგალითებით, ფოტო და ვიდეო მასალით. ტრენინგის მსვლელობის დროს მოსწავლეებს აჩვენებენ სამაშველო ჟილეტს და მისი სწორად ჩაცმას. ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ და გაანალიზონ ლექციაზე მოსმენილის საფუძველზე, ასევე ფოტო და ვიდეო მასალის დახმარებით სხვადასხვა საფრთხეები და მათი თავიდან აცილების გზები. ტრენინგი შეჯერებულია მეხსიერების თამაშით "ოქროს ბამბა" და თითოეული ბავშვი იღებს პროგრამის შინაარსის შესაბამის რვეულს, რომელიც შეიცავს უსაფრთხოების ძირითად შეტყობინებებს სასწავლო თემების შესახებ.
ონლაინ ტრენინგი ემყარება ძირითადად ფოტო და ვიდეო მასალებზე, და ასევე თითო თემატური პუნკტის ქვემოდ ბავშვებისთვის ბევრი შეკითხვაა მრავალი არჩევითი პასუხით, რათა შეამოწმონ ნასწავლი თემების გაგება.
უსაფრთხოების ბანაკი
უსაფრთხოების ბანაკი უნდა იყოს მინიმუმ ერთდღიანი და რვასაათიანი, სადაც პარტნიორები, რომლებიც განახორციელებენ სასწავლო პროგრამას, ქმნიან მინიმუმ ერთ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ თემატიკურ წერტილს. როგორც წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პასუხისმგებელია უსაფრთხოების ბანაკის ორგანიზებაზე, და ასევე რთავენ მუშაობაში სხვა პარტნიორებს. პარტნიორებთან თანამშრომლობით ეწყობა კვების, განსახლების, ბანაკის სამედიცინო დახმარება და სხვა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხები.
უსაფრთხოების ბანაკში მონაწილე სკოლებს გადაეცემათ დიპლომი. დიპლომის გარდა, სხვადასხვა დეპარტამენტი კონკურსანტებს თავისგან გადასცემს რამდენიმე განსხვავებული პრიზს.
უსაფრთხოების ბანაკში სხვადასხვა უწყებების მიერ ორგანიზებულია შემდეგი თემატური წერტილები:
- სახანძრო უსაფრთხოება (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
- წყლის უსაფრთხოება (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
- ასაფეთქებელი ნივთიერებების უსაფრთხოება (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
- მოსახლეობის დაცვა (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
- პოლიციის და საზღვრის დაცვის სამსახური
- პირველადი დახმარება
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი და დარეკვა 112 (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი)
- ელექტრო უსაფრთხოება (Elektrilevi)
- რკინიგზის უსაფრთხოება (OLE)
- საგზაო უსაფრთხოება (ტრანსპორტის სამსახური)
- სამხედრო ორგანიზებული ეროვნული თავდაცვის ორგანიზაცია (Kaitseliit)
- და სხვა
სახანძრო უსაფრთხოება
მიზანი:
სახანძრო უსაფრთხოების თემატიკის შესწავლის შემდგომ მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ხანძრის ყველაზე გავრცელებული მიზეზები და მათი თავიდან აცილების გზები. მოსწავლემ იცის რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს ხანძარი და განმარტავს კვამლის დეტექტორის მნიშვნელობას ხანძრის გამოვლენაში.
სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მოსწავლე სწავლობს ხანძრის საფუძვლების პირველ პრინციპს, რომელიც არის ხანძრის სამკუთხედი.
უწყვეთი ხანძრის სწავლებისას ახსნილია, რომ ხანძრის მუდმივი განახლებისთვის საჭიროა შემდეგი:
- 21% ჟანგბადი , რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჰაერშია;
- ტემპერატურა, ანუ ანთების წყარო (ასანთი, ნაპერწკალი). მოსწავლე ასახელებს ანთების წყაროებს;
- აალებადი მასალა. მოსწავლემ უნდა დაასახელოს რაღაც, რაც იწვის.
ხანძრის გაჩენის მიზეზები:
- ღია ცეცხლი;
- საჭმელის გამზადება (ცხიმის წვა);
- ელექტრო მოწყობილობების გამოყენება;
- გაწყვეთილი ან არა სათანადოდ გარემონტირებული დენის კაბელები;
- დაზიანებული ან მოულელი გამათბობლები;
- მოწევა შენობაში.
ესტონეთში ყოველდღიურად იწვის 2-3 სახლი. მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ საიდან იწყება ხანძარი. ტრენერი სთხოვს მოსწავლეებს პასუხს კითხვაზე "სად იწყება ხანძარი?" მოსწავლეები პასუხებს წერენ დაფაზე, ისე რომ ყველამ ნახოს პასუხები. შემდეგ ტრენერი აანალიზებს პასუხებს მოსწავლებთან ერთად.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არასწორი პასუხები არ არსებობს. ყოველდღიურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხედავს რამდენიმე ხანძარს საცხოვრებელ კორპუსში, რომელთა მიზეზები განსხვავებულია. რადგან ჩვენი საცხოვრებელი გარემო სულ ცვლილებაშია და შედეგად ხანძრის გამოჩენის მიზეზებიც ბევრი და სხვადასხვაა. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ახალ ტექნოლოგია ასევე სამშენებლო მასალა. თუმცა, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ბევრი განმეორებადი მიზეზებიც არსებობს.
ღია ცეცხლი
ხანძრის დიდი ნაწილი გამოწვეულია ღია ცეცხლით, რომელიც სახიფათოდ არის განთავსებული აალებადი საგნების მახლობლად. ეს შეიძლება იყოს სანთელი, ასანთი ან სხვა. მოსწავლისთვის მნიშნელოვანია იცოდეს რომ ოთახიდან გასვლისას სანთელი უნდა ჩააქროს. როდესაც სახლში ყავთ შინაური ცხოველები, მათ შეუძლიათ რომ გადააქციონ სანთელი და იქნება აალევის საფრთხის წინაშე. დარწმუნდი რომ სანთელი ახლოს არ იყოს აალებადი ნივთები და ქსოვილები. აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს არა აალებადი მასალის შანდალი.
საჭმელის გამზადება (ცხიმის წვა)
ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლემ იცოდეს, რომ როცა საჭმელს ამზადებს უნდა დარჩეს სამზარეულოში. ძირითადად, ხანძარი დაუდევრობით იწყება. ხანძარი უფრო მეტად შემოდგომაზე ხდება რადგან ამ პერიოდში კონსერვების (მურაბების და სხვა) კეთებას იწყებენ ზამთვრისთვის. ყველაზე ხშირი საქციელი არის ის როდესაც საჭმელი დაიდება ქურაზე და ადამიანი სხვა საქმეს კეთებას იწყებს ამავედროულად. მაგალითად ყოფილა შემთხვევები როცა ადამიანი მაღაზიაში წავა და დაბრუნებისას აღმოაჩენს რომ მთელი სამზარეულო ან ბოლით ან ცეცხლით სავსეა.
ძალიან მნიშნელოვანია რომ ცხიმის წვა არ იყოს ჩამქრალი წყლით. ცხელი ზეთი და ცივი წყალი არ ერწყმის ერთმანეთს და შედეგი არის ის, რომ ცეცხლი იფრქვევა მაღალი სიჩქარით და მაღალი ტემპერატურით სამზარეულოში (აფეთქება). შედეგად, ღუმელის გარშემო ყველა აალებადი მასალა იწვის. იქნება ეს პირსახოცები, ქაღალდის პირსახოცები, სამზარეულოს ფარდები და ა.შ. ხანძრის გაზრდის რისკის გარდა, არსებობს მაღალი დამწვრობის რისკი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე.
როგორ ჩავაქროთ ცხიმის წვა?
- საშუალების შემთხვევაში გამორთე ქურა;
- მოაცილე ქვაბი/ტაფა ცხელ ზედაპირიდანt;
- თუ შესაძლებელია დაახურეთ სახურავი ან გამოიყენეთ ცეცხლის ჩაქრობის საბანი;
- გააღე კარები და ფანჯრები ვენტილაციისთვის
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამწვარი ცხიმი ჩააქროთ ცეცხლის ჩამქრობი. ცეცხლის ჩამქრობის გამოყენება არ შეიძლება რადგან მისი გამოყენების დროს ჭურჭლიდან გადაღვრის აალებულ სითქხეს.
ელექტრო მოწყობილობების გამოყენება
დღეს ბევრი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა სახლში. თუ ელექტრული სისტემა ძველია და სოკეტები არ არის საკმარისი, გამოყენებულია ერთმანეთზე გადაბმული დამაგრძელებები. შედეგი არის კაბელების გადახურება.
პრობლემა არის, როცა კაბელები მოთავსებულია მძიმე საგნების ქვეშ და კარებს შორის. ამან შეიძლება დააზიანოს კაბელი და გამოიწვიოს მოწყობილობის ხანძარი.
მიაქციე ყურადღება:
- თუ საკმარისი რაოდენობის სოკეტები არ გაქვთ და გსურთ ახალი აპარატის ჩართვა, გათიშეთ მოწყობილობები, რომლებიც ამ მომენტში არ არის საჭირო და გამოიყენეთ დაცლილი სოკეტები.
- თუ ენდობით ელექტროსისტემას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთდროულად ერთი დამაგრძელებელი. ის უნდა იყოს იდეალურ მდგომაროებაშ.
ძველი ელექტრო დაფა ასევე შეიძლება იყოს ამის ნიშანი რომ საცხოვრებელ სივრცეებში დენის დატვირთვა შეძღუდულია. ამ შემთხვევაში არარის საკმარისი მხოლოდ ელექტრო გაყვანილობის შეცვლა, არამეტ სჭიროა ასევე ელექტრო დაფის გამოცვლა. ყველა ელექტრო ტექნიკა საშიშია რომელიც კუსტარულად გარემონტებულია. აუცილებელი საფრთხის ნიშნები არის დნობის და წვის კვალი. უბედური შემთხვევები ასევე ხდება აღჭურვილობით, რომელიც გამოიყურება როგორც გამართული. ელექტრო ტექნიკის შეკეთება დაშვებულია მხოლოდ სპეციალისტის მიერ
NB!
- სახლიდან გასვლისა არ დატოვოთ ელექტრო ტექნიკა დენში ჩართული.
- ტექნიკა რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად (მაგალითად მაცივარი, ქვაბი და ა.შ) უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში.
- გირჩევთ რომ 10 წელში ერთხელ ელექტრიკოსმა განახორციელოს ელექტრონული დანადგარების ტექნიკური შემოწმება.
დაზიანებული და მოულელი გათბობის მოწყობილებები
გამოყენებაში მყოფი გამათბობელის საკვამლე მილი უნდა გათბობის სეზონამდე ყოველწლიურად გაიწმინდოს. ასევე არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ რომ თქვენი გათბობის სისტემა მოწესრიგებული და გათბობის პროცესი უსაფრთხო იყოს.
- ნუ დაწვავთ გამათბობელში პლასტმასს, ცელოფანს, ქსოვილს ან წებოს, ლაქებს ან საღებავებს, როგორიცაა ხის დაფა.
- 1თხელ 5 წლის განმავლობაში უნდა გაიწმინდოს გათბობის სისტემა სერტიფირებულ პირის მიერ, რომელიც გასცემს საკვამლე მილის გაწმენდის აქტს.
- ქურა მხოლოდ ცოთა ხნის შემდეგ დაიწყებს გათბობას. ცივ ამინდში გააცხელეთ ერთ დღეში ორ ან სამჯერ.
- ნუ დახურავთ საკვამლე მილის ჩამკეტს ძალიან მალე;
- ქურის გათბობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ კარგი რჩევები საკვამლე მილის მწმენდელისაგან;
- ნაცარი შეაგროვე სახურავით ვედროში რომელიც არ იწვის. შენობიდან და აალებადი მასალებისგან დაშორებით გქონდეთ შენახული.
- კარებიანი ბუხარის წინ დაამაგრეთ დამცავი ზომებით 40სმ წინა და 10 სმ გვერდები.
- აალებადი მასალა არ უნდა შეინახოთ გამათბობელის წინ ან მის მახლობლათ.
- თუ შესაძლებელი (განსაკუთრებით ბუხრის შემთხვევაში) გამოიყენეთ ფოთლოვანი ხეები.
- ბუხრის და ღუმელის კარის წინ უნდა იყოს ცეცხლგამძლე მასალისგან დაცვა.
- ღია გამათბობელის კარის წინ გამოიყენეთ 75სმ-მდე და გვერდებზე 15 სმ დამცავი (მაგალითად ლითონის დამცავი).
მხუთავი გაზით მოწამვლის პირვალადი ნიშანი არის უსიამოვნო შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა. აშკარა საფრთხის ნიშანია როდესაც მსგავსი სიმპტომები ერთდროულად ვლინდება ოთახში მყოფი სხვა ადამიანებში და ასევე როდესაც თავს უკეთ გრძნობთ ოთახიდან გასვლისა.
თუ გაქვთ სახლში გამათბობელი მაშინ მხუთავი გაზით მოწამვლის პრევენციისთვის მნიშნელოვანია:
- დააინსტალირეთ მხუთავი გაზის სენსორი (საკვამლე მილის ჩამკეტის ადრე დახურვის შემთხვევაში გამოიყოფება მხუთავი გაზი, რომელიც არის უკვამლო, უსუნო და ჩვეულებრივი კვამლის დეტექტორი მას ვერ აღმოაჩენს).
- მხუთავი გაზის სენსორის დაყენებისას მიჰყევით წარმოებლის მითითებებს.